კინო 5 თურქი მსახიობი, რომლებმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვეს 2020, 10 იანვარი, 10:25 5 თურქი მსახიობი, რომლებმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვეს.
1. ბურაკ ჰაკი - 1994 წელი
ცნობილი თურქი მსახიობი. ყველაზე ცნობილი ნამუშევრები: „ტუჩიდან გულამდე“ და „პატარა ქალები“ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ თურქულ სერიალში „გაცოცხლებული ერთუგული“ სულთანი ალადინ კეიკუბატის როლს ასრულებდა. 2. თოლგაჰან საიშმანი - 2002 წელი წარმატებული სამოდელო კარიერის და რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ სერიალში „ნახვამდის, რუმელია“ ითამაშა. 4 წლის შემდეგ ახალი წარმატებული სერიალი გამოვიდა “ტიტების დრო“. ის ნამდვილი ჰიტი არ გამხდარა, თუმცა თურქულ ეკრანებზე მთელი 4 სეზონი გაგრძელდა. მსახიობის კარიერა გაგრძელდა სერიალით „ცხოვრების გზები“, რომელიც მაყურებელმა თბილად მიიღო. კარიერაში მცირე ჩავარდნის შემდეგ ტელეარხთან TPT1 სერიალზე „ჩემპიონი“ მუშაობისთვის კონტრაქტი გააფორმა. 3. იუსუფ ჩიმი - 2011 თავისი კარიერა საზაფხულო სერიალით „მარწყვის სურნელი“ დაიწყო, რომელმაც თურქულ მაყურებლებში პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა ახალგაზრდა აუდიტორიამ ის აღფრთოვანებით მიიღო. სამწუხაროდ, შემდეგი პროექტები არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ჯერჯერობით იღბალმა არ გაუმართლა. 4. ეკინ მერთ დაიმაზი - 2013 ეკინმაც თავისი კარიერა საზაფხულო სერიალით „მარწყვის სურნელი“ დაიწყო. ეკინის კარიერა წარმატებული სერიალებისგან არ შედგება, თუმცა თურქი პროდიუსერების მიერ მაინც მოთხოვნადია და შესაძლოა, მორიგ ჯერზე უფრო გაუმართლოს. 5. მერთ ოიქალი - 2004 მსახიობის კარიერა უამრავი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებით შედგება. მან საზღვარგარეთ სამოდელო კარიერის აწყობაც სცადა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. ასევე დაგაინტერესებთ: საინტერესო ფაქტები თურქი მსახიობის კივანჩ ტატლიტუგის ცხოვრების შესახებ მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ პატინსონი „ოსკარისთვის“ იბრძოლებენ სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა 1948 შეფასება არ არის |