საქართველო მომიტინგეები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ 2020, 9 იანვარი, 22:57 რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დემონსტრანტები დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ მომხდარი განიხილება როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ადმინისტრაციამ უკვე მოიწვია მთავრობის საგანგებო სხდომა. " მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ რესპუბლიკაში სიტუაცია კონსტიტუციის ფარგლებში შენარჩუნდეს"- "ინტერფაქსთან" ინტერვუში განაცხადეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა. დემონსტრანტები მოითხოვენ რაულ ხაჯინბას თანამდებობიდან წასვლას. მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას და დამალვას არ აპირებს. ასევე აცხადებს, რომ ჯარი მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება. პროტესტანტები ითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. სოხუმში, სადაც ე.წ. უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაბათილების შესახებ, 9 იანვარს, დღისით დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 53 1-ს მოსწონს 1-ს არა |