ქალი და მამაკაცი იცის თუ არა მამათქვენმა, როგორი მნიშვნელოვანია ის თქვენთვის? - მამებიც ისე უნდა დავაფასოთ, როგორც დედებს ვაფასებთ 2020, 9 იანვარი, 15:43
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დედებზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება მამები. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მამებზე, რომლებიც კარგი მშობლები არიან და არა უბრალოდ "ბავშვების მომვლელები". უნდა ვილაპარაკოთ მამებზე, რომლებიც დაღლილები მოდიან ყოველდღე სახლში და თავიანთ თავისუფალ დროს ოჯახს უთმობენ. უნდა ვილაპარაკოთ მამებზე, რომლებიც არაფრით დანებდნენ, როცა ისინი მარტო დარჩნენ მცირეწლოვან შვილებთან და არ იცოდნენ, როგორ ყოფილიყვნენ კარგი მამები.
მოდით დავაფასოთ ასეთი მამები და დავუთმოთ მათ მეტი ყურადღება. კვლევებმა აჩვენა, რომ მამები არ არიან დაფასებული მშობლები მშობლები დაბადებიდან ზრუნავენ ჩვენზე, მაგრამ მამები არ არიან საკმარისად დაფასებულები. უამრავი ზარი ფიქსირდება დედებისათვის დედის დღის მისალოცად, მამების დღესთან დაკავრშირებით კი, როგორც კვლევა აჩვენებს, ნაკლები. 2019 წლის კვლევების თანახმად, უფრო მეტი ადამიანი გეგმავდა აღენიშნა დედების დღე ვიდრე მამების.
საზოგადოება უფრო მეტად დედის მნიშვნელობას აღიარებს ვიდრე მამის. ყველა სამუშაო ადგილი არ უზრუნველყოფს მემების დეკრეტულ შვებულებას და იმ შემთხვევაშიც თუ ასე ხდება, მამებს დასცინიან. საზოგადოებას ჯერ ვერ გაუაზრებია მამის მნიშვნელობა და თუ მამას დეკრეტული შვებულების აღება უნდა, განიკითხავენ. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მამებიც სწირავენ თავს შვილებისათვის მამებიც ისეთივე არაჩვეულებრივები არიან, როგორიც დედები. ისინი მიდიან სამსახურში, იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ის, რასაც აკეთებენ, შემდეგ ისინი მოდიან სახლში, რომ დაეხმარონ მეუღლეებს ბავშვების მოვლაში.
მამები სუპერ გმირები ხდებიან, როცა პატარები განსაცდელში არიან. ისინი თამაშობენ ბავშვებთან ერთად და ართობენ მას, ასე რომ დედასაც შეუძლია საკუთარ თავს დრო დაუთმოს. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ მისცენ თავიანთ შვილებს საუკეთესო. მათ სჯერათ ჩვენი და გვაძლიერებენ, მაშინაც კი როცა სამყარო გვიმტკიცებს, რომ ჩვენ რაღაც არ შეგვიძლია, ისინი ჩვენს მხარეს არიან და თავდაჯერებულებას გვმატებენ.
მამათქვენმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია ის თქვენთვის? იცის თქვენმა მეუღლემ თუ რა მნიშვნელოვანია ის თქვენი შვილებისათვის? უთხარით, მამებს და აგრძნობინეთ, რომ ისინი შესაბამისად დაფასებულები არიან! 159 შეფასება არ არის
|