ქალი და მამაკაცი აი, როგორი უნდა იყოს საუკეთესო ქმარი - საუკეთესო ქმრის 5 თვისება 2017, 15 დეკემბერი, 15:59 სრულყოფილი ადამიანი, დამეთანხმებით, არ არსებობს. როდესაც ვინმე გვიყვარდება, პირველ რიგში, მის დადებით მხარეებს ვხედავთ და უარყოფითი ან უკანა პლანზე იწევს ან კიდევ ამ შემთხვევაში სრულიად ბრმები აღმოვჩნდებით ხოლმე. ხშირად ხდება ისე, რომ მხოლოდ დაოჯახების შემდეგ გვეხილება თვალი. საუკეთესო ქმარს კი ეს ყველა თვისება აუცილებლად უნდა ახასიათებდეს:
1. თუკი თქვენი მეუღლე არ ერიდება სირთულეებს და პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად ცდილობს: ესეიგი ის ნამდვილი მამაკაცია, თქვენ ძალიან გაგიმართლათ თუ ის განსაცდელში მარტო არ გტოვებთ.
2. ამზადებს საჭმელს დამოუკიდებლად და თქვენთვისაც მოუმზადებია: ხშირად სამზარეულო მხოლოდ ქალების საქმე ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ასე არაა, თუ თქვენი მეუღლე დამოუკიდებლად იკეთებს საჭმელს, ეს მისი კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.
3. აინტერესებს წვრილმანები: თუ თქვენი მეუღლე წვრილმანებზე ამახვილებს ყურადღებას, ესეიგი ძალიან გაგიმართლათ, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც მას ახსოვს, ამა თუ იმ პაემანზე, რა ფერის კაბა გეცვათ ანდა ზუსტად იცის, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაგიყაროთ ჭიქაში, რომელი სიმღერა გიყვართ და ა.შ
4. ის მიდის დათმობაზე: კამათის თავიდან ასაცილებლად ხშირად საჭიროა კომპრომისზე წასვლა, თუ ამას ორივე თანაბრად აკეთებთ, ესეიგი ძალიან კარგი წყვილი ხართ და შეგიძლიათ, თქვენი მეუღლით იამაყოთ.
5. და ბოლოს, ის სახლის საქმეებსა და ბავშვის მოვლაში გეხმარებათ.
თუ თქვენ მეუღლეს უყვარხართ და პატივს გცემთ, არასდროს აღგიქვამთ მოსამსახურედ, რომელიც ვალდებულია ყველაფერი იდეალურად დაახვედროს სახლში. თუ თქვენ მუშაობთ, სახლში დაღლილი ბრუნდებით, ის ცდილობს დაგეხმაროთ და საქმე შეგიმსუბუქოთ.
ასევე ის ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდასა და მოვლაში, ბოლო თვისება ყველაზე მეტად დასაფასებელია, თუკი ასეთი მეუღლე გყავთ, გაუფრთხილდით, ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს სიყვარულს! 344 4-ს მოსწონს
|