ქალი და მამაკაცი ასეთ მამაკაცებზე ქალები გიჟდებიან – მამაკაცის 10 ტიპი 2019, 1 მაისი, 20:45 ერთი შეკითხვა არსებობს, რომლის პასუხის ყველა კაცს აინტერესებს, ეს კითხვაა: რა სურთ ქალებს? საზოგადოებაში გავრცელებული რწმენის მიუხედავად, რომ ქალებმა თვითონაც არ იციან, რა სურთ, მამაკაცებთან დაკავშირებით პასუხი არც თუ ისე რთულია, გთავაზობთ კაცების 10 ტიპს, რომელზეც ქალები გიჟდებიან. 10. სპონტანურიეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ქალი ახალ ქვეყანაში უნდა ამოგზაუროთ, ქალისთვის საკმარისია წვრილმანი სასიამოვნო მოულოდნელობებიც, მაგალითად წერილი ან სეირონიბისას ცეკვის შეთავაზება.9. ჯიუტიროცა ქალი ამბობს „არას„, ის არ გულისხმობს „არას„, მაგრამ სავარაუდოდ არც „კის„ და არც „ალბათს„ არ გულისხმობს! ეს იმის გამო კი არა, რომ არ იცის რა უნდა, პასუხი სავსებით საწინააღმდეგოა, მას უნდა დაინახოს, რომ კაცს შეუძლია თავისი სიჯიუტით ის დაითანხმოს! 8. მოტივაციის მომცემიარ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება სურს ქალს, მას უნდა, რომ მისი მეწყვილე მასში დარწმუნებული იყოს და მოტივაციას აძლევდეს. 7. მზრუნველიმამაკაცი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ქალზე, მის გრძნობებსა და სურვილებზე. ასეთი ზრუნვა კი ხშირად დეტალებში მჟღავნდება. 6. კაცი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვსქალები გიჟებიან ხუმარა მამაკაცებზე, ტყუილია ის ფაქტი, რომ მათ სერიოზული კაცები იზიდავთ, ამიტომ იხუმრეთ მასთან რაც შეიძლება მეტი.5. ყურადღებიანიქალს სჭირდება ადამიანი, რომელიც მუდამ დაინტერსდება მისი ყოვლედღიურობით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს ერთი ადამიანი, რომელსაც გაუზიარებს თავის ფიქრებსა და ამბებს.4. პოზიტიურიასეთი კაცები ქალის გულს მარტივად იპყრობენ, პოზიტივი ყველაზე კარგი საჩუქარია ქალისთვის და იგი ნამდვილად გადამდებია.3. ძლიერი დასაყრდნობიქალი უნდა დაწრმუნებული იყოს, რომ მამაკაცი მისი ძლიერი დასაყრდნობია, ის არ მიენდობა და მითუმეტეს არ შეიყვარებს ისეთ მამაკაცს, რომლის იმედიც არ აქვს.2. გულწრფელიქალები ძალიან აფასებენ გულწრფელობას, თუ გინდათ მათი გული მოიგოთ ნუ მოატყუებთ და ყოველთვის აუხსენით სიტუაცია.1. კაცი, რომლიც პატივს სცემს ქალს და აფასებსქალი უნდა გრძნობდებს, რომ იგი დაფასებულია კაცის მიერ, მას ყოველთვის სჭირდება ამაში დარწმუნება.
და ბოლოს, დღის დასასრულს არ აქვს ქალისთვის დიდი მნიშვნელობა თუ როგორ გამოიყურებით ანდა რა მანქანას მართავთ, მისთვის მთავარია, თუ როგორ აგრძნობინეთ მას თავი თქვენ გვერდით! 1053 3-ს მოსწონს
|