სხვა ბრიტანეთში "ყველაზე ნაყოფიერი" სექსუალური მოძალადე დააკავეს 2020, 9 იანვარი, 15:41
სტუდენტმა რეინჰარდ სინაგამ(Reynhard Sinaga), მანჩესტერში მდებარე მის ბინაში თითქმის 200-მდე მამაკაცი შეიტყუა და გააუპატიურა, სექსუალური მოძალადე მსხვერპლს გამა-ჰიდროქსიბუტირატს (GHB) ურევდა სასმელში.
GHB- ის დიდი დოზა იწვევს კუნთების სისუსტეს და ადამიანს აძინებს. გაღვიძების შემდეგ, ჩვეულებრივ, დაზარალებულს არ ახსოვს რა მოხდა ინტოქსიკაციის დროს. მაგალითად ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ სინაგა იყო "ძალზე თავაზიანი", მიიპატიჟა სახლში, "დაეხმარა" მას, როდესაც მეგობრებს ჩამორჩა და მობილური ტელეფონი დაუჯდა, მეორე დაზარალებულმა განაცხადა, რომ რეინჰარდმა იგი სასტუმრო სიახლოვეს მიწაზე მძინარე აღმოაჩინა და ნება დართო მასთან სახლში გაეთია ღამე. 36 წლის რეინჰარდ სინაგა როგორც წესი, დილით ადრე გამოდიოდა სანადიროდ მანჩესტერის ქუჩებში, ძირითადად ეძებდა მარტოხელა მთვრალ ახალგაზრდებს ღამის კლუბების სიახლოვეს. ინდონეზიელი სათნო და მოწერიგებული სტუდენტის შთაბეჭდილებას სტოვებდა- "კეთილი სამარიელი", რომელიც მამაკაცებს სთავაზობდა მშვიდი ადგილზე მოსვენებას ან თავისთან სახლში დალევას.. GHB სწრაფად გამოიყოფა შარდით, ამიტომ ძნელია იმის მტკიცება, რომ დაზარალებული ნარკოტიკებით იყო გაბრუებული საკმაოდ ძნელია. ინგლისურენოვან ქვეყნებში, GHB- ს უწოდებენ "date rape drug» " -ს (შეხვედრა- ნარკოტიკი- გაუპატიურება). ინდონეზიელ სტუდენტ-გეოგრაფს მეტსახელად "ბრიტანეთის ყველაზე ნაყოფიერი მოძალადე" შეარქვეს. 6 იანვარს იგი გაასამართლეს 159 ბრალდებით, 48 მამაკაცის გაუპატიურება დაუმტკიცდა, მაგრამ პოლიცია მიიჩნევს მის მსხვერპლთა რეალური რაოდენობამ 190-ს გადააჭარბა. ბევრმა მსხვერპლმა, ზუსტად GHB- ს გამო, შეიძლება არ იცოდეს, რომ გააუპატიურეს. სერიულ მოძალადეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მას მხოლოდ 30 წლის შემდეგ აქვს უფლება აპელაცია შეიტანოს სასამართლოში. 319 1-ს მოსწონს
|