შოუბიზნესი ელვის პრესლის 85-ე იუბილე : 10 მნიშვნელოვანი ფოტო მისი ცხოვრებიდან 2020, 9 იანვარი, 0:35
ელვის აარონ პრესლი 1935 წელს დაიბადა მისისიპის შტატ ქალაქ ტუპელოში. 13 წლის იყო ელვისი, როცა საცხოვრებლად მშობლებთან ერთად ტენესისის შტატის ქალაქ მემფისში გადავიდა, სადაც მალევე დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა.
პირველად 18 წლის ასაკში მივიდა Sun Records-ის სტუდიაში რამდენიმე სიმღერის ჩასაწერად. როცა ჰკითხეს, რა სიმღერას შეასრულებდა, მან უპასუხა- "ნებისმიერს". პირველი ჩანაწერის შემდეგ უთხრეს, რომ ბალადებს კარგად მღეროდა. 19 წლიდან უკვე სცენაზე გამოსვლები დაიწყო და მალევე დაიმსახურა თაყვანისმცემლების სითბო, რომლებიც ექსტაზში ვარდებოდნენ მისი სიმღერის შესრულების "შავი" მანერით და პლასტიკური ტანის მოძრაობებით. მისმა ჩანაწერებმა ჰიტ-პარადებში დაიწყო მოხვედრა, გამოიცემოდა დიდი ტირაჟით. როკ-ენ-როლის გიგანტები Sun Studios-ის სტუდიაში, 1956 წლის 4 დეკემბერი : (მარცხნიდან მარჯვნივ) ჯერი ლი ლუსი, კარლ პერკინსი, ელვისი და ჯონი კეში იმპროვიზებულად მღერიან ჯემ-სეიშენს, რომელიც ისტორიაში " კვარტეტი მილიონ დოლარად" შევიდა (The Million Dollar Quartet). "შენ ჯარში ხარ". 1958 წელის მარტში ელვის პრესლი ჯარში გამოიძახეს. ფოტო გადაღებულია არკანზასის ფორტ ჩაფის პირველადი მომზადების ცენტრში. მოგვიანებით ის მესამე სატანკო დივიზიაში მსახურობდა გერმანიაში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე პრისცილა. ჯარიდან დათხოვნის შემდეგ ელვის პრესლიმ ძალები კინოში მოსინჯა, განსაკუთრებით მუსიკალურ კომედიებში დაიწყო გადაღებები, რომლებსაც მისი მენეჯერი ურჩევდა და ზუსტი თანმიმდევრობით ჰქონდა გაწერილი- წელიწადში სამჯერ. არ იყო გასაკვირი, რომ მას უგემოვნობის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მის ფილმებს ყოველთვის წარმატება მოჰქონდა და მისი სექს-სიმბოლოს წოდება, იზრდებოდა და იზრდებოდა. ჰოლივუდი ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებდა მომღერალს. 1960 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მისი კარიერა სხვა მხარეს წავიდა: ჩანაწერი ცოტა ჰქონდა, არც კონცერტებზე გამოდიოდა. 1968 წლის ივნისში ელვისი სცენაზე დაბრუნდა, სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთ ეთერში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს სურათი დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ არქივში. მასზე ასახულია ამერიკის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონისა და ელვის პრესლის შეხვედრა თეთრ სახლში 1970 წლის 21 დეკემბერს. შეხვედრის ინიციატორი თავად მომღერალი იყო, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა პრეზიდენტს შეხვედროდა და ნარკოტიკებთან ბრძოლის თავისი შეხედულებები გაეზიარებინა. 1971 წლის პირველ ივლისს ელვისი პრისცილაზე დაქორწინდა ( ფოტოზე ტომ ჯონსონთან ერთადაა გადაღებული წყვილი ლას-ვეგასში), თუმცა მალევე, 1972 წლის თებერვალში დაშორდნენ, რამაც დიდი გავლენა იქონია ელვისზე. ამავე პერიოდში ელვისმა ბარბიტურატების გამოყენება დაიწყო და პირველივე გადამეტებული დოზის შემდეგ სამი დღე კომაში ჩავარდა. ის ძალიან გასუქდა, თუმცა სცენაზე მაინც გამოდიოდა. მიუხედავად შეცვლილი იმიჯისა, მაინც კუმირი იყო ასი ათასობით თაყვანისმცემლისთვის. 1969-1976 წლებში ელვისი რეგულარულად გამოდიოდა ლას -ვეგასის კაზინოებში. მისი "ნაკვალევი" ყველგანაა ამ ქალაქ-კაზინოში. ბევრგან წააწყდებით წარწერას " აქ ეძინა ელვისს", ან ელვისის ნაქონ სუვენირებს მსოფლიოში ყველაზე დიდ სუვენირების მაღაზიაში. 1977 წლის 16 აგვისტოს ელვისი გარდაიცვალა. ყოველ წელს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის მემფისში მისი საფლავის მოსანახულებლად, განსაკუთრების მისი გარდაცვალების დღეს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, როკ-ენ -როლის მეფე დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო-მომღერლად ითვლება. ხოლო Business Insider, -ის 2019 წლის მიხედვით ელვის პრესლი 50 ყველაზე პოპულარულ სოლო -არტისტებში მესამე ადგილს იკავებს, 63 წლის განმავლობაში პირველი ალბომის გამოსვლის დღიდან მისი 146 500 000 ჩანაწერია გაყიდული. 122 3-ს მოსწონს |