პოლიტიკა ამერიკის დახმარების შემთხვევაში რომელ ქალაქებს დაბომბავს ირანი? 2020, 8 იანვარი, 15:18
აღინიშნება, რომ ასეთი ქალაქები შეიძლება იყოს დუბაი და ჰაიფა. ეს შეიძლება მოხდეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ ამერიკული სამიზნეების დაბომბვის მესამე ტალღის შემთხვევაში. გარდა ამისა, ირანული ჯარები შეერთებულ შტატებს შეპირდნენ შეტევების განხორციელებას ქვეყნის შიგნით. შეგახსენებთ, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე დასავლეთ ერაყში, სადაც ამერიკული ჯარებია, სარაკეტო შეტევა განხორციელდა 8 იანვრის ღამეს. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. პენტაგონმა განაცხადა, რომ ისინი შეაფასებენ ზარალს და მოამზადებენ პასუხს ირანის თავდასხმაზე. 890 1-ს მოსწონს
|