x
ელექტრო ველოსიპედი წყალზე სასეირნოდ (ვიდეო)
image


შესაძლებელია, ადამიანებმა კიდევ კარგა ხანს ვერ ისწავლონ წყალზე სიარული, მაგრამ უკვე არსებობს ველოსიპედი, რომლითაც თამამად შეიძლება წყლის ზედაპირზე სეირნობა.


Hydrofoiler XE-1-ს აქვს პედლები, ელექტრომოტორი და აკუმულატორი. ის ძალიან ჰგავს ელექტრო ველოსიპედს, მაგრამ ბორბლების ნაცვლად ნახშირბადის ბოჭკოების ფრთები აქვს, რომლის მეშვეობითაც ველოსიპედს 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.


Manta5 -ის გენერალურმა დირექტორმა გრეგ ჯონსონმა განაცხადა, რომ ველოსიპედს წყალქვეშ ფრთები და სანაოსნო ხრახნი აქვს, რომლითაც მყარად შეუძლია ადამიანს გაჩერება ველოსიპედზე და გადაადგილება.



ელექტრო ველოსიპედი აკუმულატორით იკვებება, რომელიც წყლის ზედაპირზე გადაადგილებისთვის ზუსტად ერთი საათის საკმარის ენერგიას გამოყოფს. ეს დრო სავსებით საკმარისია, მაგალითად, იახტიდან ნაპირზე გადასვლისთვის და უკან დასაბრუნებლად.


ახალზელანდიური კომპანია 2011 წელს დაფუძნდა. ელოქტრო ველოსიპედის პროტოტიპი მათ პირველად 2017 წელს შექმნეს. Hydrofoiler XE-1-ის პირველი 13 ეგზემპლარი სპონსორებს გადაეცათ, რომლებიც თავიდანვე მხარში ედგნენ ამ უჩვეულო გამოგონებას.

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
138