სხვა ქალი სამი დღე ლოთობდა და ვერ შეამჩნია ქალიშვილის დაკარგვა 2020, 7 იანვარი, 12:21 შემთხვევა სანკტ-პეტერბურგში მოხდა, 5 წლის გოგონას დედა სამი დღე ზედიზედ სვამდა და ვერ შეამჩნია მცირეწლოვანი ქალიშვილის დაკარგვა, ამის შესახებ იტყობინება РЕН-ТВ. პოლიციაში განცხადება ბავშვის მამამ შეიტანა, რიგორც გაირკვა ბავშვი 3 იანვარს ძიძამ სახლიდან გაიყვანა და იმის შემდეგ არც ბავშვი ჩანს და არც ძიძა, თავად დედა, 41 წლის ქალი ამ დღეებში გადაბმულად სვამდა და არც მოუკითხავს შვილი, როგორც თავად დედამ განაცხადა, 5 წლის გოგონას 38 წლის ძიძა არსად მუშაობს და მათ ოჯახში ცხოვრობს.ასე, რომ წასასვლელი არსად აქვს.ძიძას ბავშვი საბავშვო ბაღში და სხვადასხვა ღონისძიებებზე დაჰყავდა. სამართალდამცავები ბავშვის და ძიძის ძებნით არიან დაკავებულები. 214 3-ს მოსწონს
|