საზოგადოება "სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინას ტიკი-ტომარა, რასაც უბრძანებს ბატონი - იმას შვრება" - ბაია პატარაია 2020, 6 იანვარი, 19:56 უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტმა საშობაო შეწყალებაზე დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა: "სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინას ტიკი-ტომარა, რასაც უბრძანებს ბატონი - იმას შვრება; არც საპატრიარქოს დაუპირუსპირდება ოდესმე. ამიტომ მაინც გვახსოვდეს, რომ მამალაძის არშეწყალებაზე პასუხისმგებელი ისევ ბიძინა და ილია მეორე და მისი კლანი არიან. ეს ქალი კი გასაიმპიჩმენტებელია." - დაწერა უფლებადამცველმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საშობაოდ სულ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.126 შეფასება არ არის |