x
image
ტორნადო07
უახლოეს მომავალში მსოფლიო ნამდვილ იურიული პერიოდის პარკს იხილავს

ბიზნესმენმა კლაივ პალმერმა დაიწყო მუშაობა თავისი იდეის განხორციელებაზე. იდეის არსი საკუთარი იურიული პერიოდის პარკის შექმნაში მდგომარეობს. ბიზნესმენმა მიმართა მეცნიერებს და თხოვა მათ უძველესი ქვეწარმავლების, დინოზავრების კლონირებაში დახმარებოდნენ. image

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ადამიანმა გააოცა მსოფლიო, როდესაც ოკეანური ლაინერის "ტიტანიკის" ასლის აგება გადაწყვიტა. ეხლა კი ავსტრალიელი მილიარდერი უფრო შორს წავიდა და დინოზავრების გაშენება გადაწყვიტა. იგეგმბება, რომ პარკი პალმერის კურორტის ერთ-ერთ პატარა ქალაქ კულუმუსთან განთავსდება.
image












დინოზავრების გაცოცხლება დნმ-ის საშუალებით უნდა მოხდეს. ასეთი ხერხით თავის დროზე მეცნიერებმა ცხვარი დოლის კლონირება მოახდინეს.
imageიმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტი გაამართლებს და მსოფლიო ცოცხალ დინოზავრებს იხილავს, მათ მოათავსებენს სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიაზე და ადამიანები საშიშროებისაგან დაცული იქნებიან. პალმერის ამ ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა გაავრცელა. ჯერ-ჯერობით პროექტის შესახებ არანაირი უფიციალური ცნობა არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ კლაივ პალმერმა თავისი მილიარდები ჩინეთთან ქვანახშირის და ლითონებით ვაჭრობით მოიპოვა.image



















ჩვენ მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია... ნეტავი ნამდვილად გაჩნდება იურიული პერიოდის პარკი თუ იდეა მხოლოდ იდეად დარჩება?


0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0