x
image
თამილა გურაშვილი
საქართველო ერთ დიდ ბოღმის ბუკეტად მეჩვენა..მე ვიყო კარგად და ჩემი ოჯახი, დანარჩენი არცერთი და არაფერი მაინტერესებს -დედოფლისწყაროელი ყოფილი ემიგრანტი
image
"მადლობა პრემიერს 20 და 30 ლარით პენსიის გაზრდისთვის, მადლობა ყველას ყველაფრისთვის, მაგრამ არ მგონია, რომ შვილებს აქ რაიმე კარგი მომავალი ჰქონდეთ, უკუსვლაა აქ დარჩენა და უსამართლობის მორევში თავის მოტყუებით ცურვა, ორი თვეც ვუყურებ და თუ მართლა არაფერი გამოსწორდა, აქედან ისევ წავალ, ამჯერად უკვე ოჯახით.


ტყუილად დავბრუნდი, მოსაწყენია ყველაფერი, ან რაში ჩავყარე ფული სახლის კეთებაში? ან რა საქმე უნდა წამოიწყო დედოფლისწყაროში რომ გაგიმართლდეს. სისულელეა. უდიდესი ჩიხია. ჩამოვედი და ქუჩაში გავლისას ხალხმა შემომჩივლა სად წახვედი, რომ წახვედი, დაიქცა ქვეყანაო, ჩვენს დეპუტატს 100 -ობით გექტარი მიწა უყიდია შირაქშიო, სახლში სასტუმრო აუშენებია და კიდევ რაც არ ვიცითო.


არ მინდა ქუჩაში გავლისას ასეთი რამეები შემომჩივლოს ხალხმა, არც გაგონება მინდა და არც რაიმეს შეცვლის სურვილი მაქვს, მე რომ ეს გავაკეთო ამ ხალხზე ბოღმიანი გამოვალ, რომელსაც სიღარიბისგან ისე დაკარგვია ხედვა, ვერ წარმოუდგენია სხვა რამეზე ისაუბროს, საქართველო ერთ დიდ ბოღმის ბუკეტად მეჩვენა და რაც შეიძლება დროზე მინდა გავეცალო აქაურობას, სულ ცალ ფეხზე მკიდია ვინ რას აკეთბს, ვინ რა მოიქონა და რა არ მოიქონა, ამ ქვეყანაში არც მართალი ჟურნალისტი სჭირდებათ არც გულიანი, ფალსი აწყობს ყველას და ეს ჟესტი ზენიტშია დაფასებული.


მე ვიყო კარგად და ჩემი ოჯახი, დანარჩენი ციერთი დაც არაფერი მაინტერესებს, რატომ იცით, ვისაც უნდა აინტერესებდეს ხალხის ბედი, მათ ფეხებზე ჰკიდიათ. ბაზარი ისევ შუა გზაზეა გამოფენილი, იმაზე უარესად ვიდრე იყო, ფეხს ვერ აუქცევ, ერთი კახას მაღაზია იყო კოხტად დალაგებული, სადაც შესვლაც მიხაროდა და იქ მყოფი თბილი ადამიანების დანახვაც, იქაც ისეთი ვინმე შესულა, ისე მიუჭყუნ- მოუჭყუნიათ აბდაუბდათ ყველაფერი, რომ რომელ დახლთანაც გავიარე ყველაფერს ფეხი წამოვკარი, კინაღამ წავიქეცი, ჯერ დალაგება ისწავლონ პროდუქტის და მერე მაღაზიები ისე აკეთონ, მეორედ შესვლის სურვილიც აღარ გამიჩნდა.



სიცივე, უგულობა და შეკრული შუბლები ქუჩაში დენთივით ტრიალებს. ჰაერში კიდევ მანქანის გამონაბოლქვის ისეთი საშინელი სუნი ტრიალებს, ვიგუდები და ვიხრჩობი. ხალხი როგორ სუნთქავს აქ წარმოდგენა არ მაქვს.აი ასეთია ჩემი ზოგადი შეხედულება დედოფლისწყაროზე, სადაც ყველა და ყველაფერი გამომშრალი და გამოფიტული მეჩვენა.


მეუღლე ისეთი დაკავებულია, ისეთ დაკავებული, რომ იტალიაში ბადანტის შრომის უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე აქ გამომძიებლის შრომის უფლება. აქ ადამიანები რობოტებივით მოძრაობენ და იმდენს მუშაობენ, რომ საკუთარი თავისთვის და პურის საჭმელად ვერ მოუცლიათ წესიერად და ხელში იმ შრომის ფასი გახვრეტილი კაპიკიანი ძლივს უჭირავთ.


იტალიაში ორი თვე რომ იმუშაო, აიღებ იმდენს, რაც აქ სამსახურში მთელი წლის ხელფასით უნდა მიიღო, აი რატომ ვართ ჩამორჩენილი 50-70 წლით ევროპას. იტალიის მთავრობისთვის ევროპა ლპობაშია შესული და როდის დატოვონ ინგლისივით ევროპა, მაგაზე მიილტვიან, ჩვენ კიდევ ევროპაში შესვლა რომ ოცნებად გაგვიხდია, მაგაზე მეცინება ხოლმე. რომელ ევროპაში შეგიშვებენ, ხალხი უარესად დაგიმშევიათ და დაგიმონებიათ, მშიერ ხალხს ევროპაში ვინ შეუშვებს?! ჰა, ჰა, ჰა!" -აი, რას წერს საკუთარ რაიონზე და ხალხზე ჟურნალისტი და ახლახანს იტალიიდან დაბრუნებული ემიგრანტი ლალი მეხრიშვილი



image


3
949
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
949
  
2020, 5 იანვარი, 16:49
კიდევ და კიდევ მეტად ვრწმუნდები იმაში რომ, ჩვენი წინაპრების სადღეგრძელო დიიიდიი ფიალით უნდა შევსვათ ხოლმე. იმიტომ რომ ამაზე ათასჯერ უფრო საშინელ და გაუსაჯლის გაჭირვებას გაუძლეს და ეროვნება და სახელმწიფოებრიობა შეგვინახეს. იმიტომ კი არ გარბიან აქედან რომ არაფრის კეთების საშუალებას არ აძლევენ არამედ იმიტომ რომ ისედაც არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ელემენტარული შეგნებაა იმისათვის საჭირო რომ იცოდეს ყველამ; თითოეული ქართველი თავისი ქვეყნის ჯარისკაცია და დღეს უნდა ამ ქვეყანას შველა აქ ყოფნით ისე როგორც არასდროს. შეიძლება ოჯახიდან ერთი გავიდეს მართლა ცოტა შვება რო იგრძნოს ოჯახმა მაგრამ არამც და არამც მთელი ოჯახი.
2020, 5 იანვარი, 14:13
ის კარგი ცხოვრება და დაცული ადამიანის უფლებები იტალიაში ისევ იტალიელმა შექმნა და არა აქედან ჩასულმა მათთვის უცხოტომელმა ქართველმა ან სხვამ.
2020, 5 იანვარი, 14:00
სამშობლოდან რომ გარბიხართ,თქვენ რა გააკეთეთ იმისათვის,რომ აქ ნორმალური ცხოვრება ყოფილიყო?ვის შეეწინააღმდეგეთ? რა გააკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად? გაიქეცით სხვაგან,კომფორტის საძებნელად,მაძღარი რომ ყოფილიყავით და ერთი კარგად რომ დაგესლოკინებინათ ზედმეტი ჭამისაგან და ამით კმაყოფილება მიგეღოთ.აქაურობა კი დაუტოვეთ არაბს,ირანელს,სომეხს,აზერს.მერე ტურისტადაც არ შემოგიშვებენ და ნიანგის ცრემლად დაიღვრებით.
0 1 3