x
ირანმა შურისძიების პირობა დადო გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო
image


კასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია ბაღდადში საკონსულოზე თავდასხმის საპასუხო მოქმედება იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უფრო გამწვავდება - თეირანი აუცილებლად გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს ამერიკის წინააღმდეგ.


" მე არ მინდა, რომ ამერიკამ და ერაყმა თავისი ურთიერთობები ჩვენს მიწაზე გაარკვიოს. ჩვენ ამისგან მხოლოდ ზარალს მივიღებთ." - განაცხადა ფეისალმა, ბაღდადის მცხოვრებმა. ის სუნიტია და ირანს ლაპარაკისას იშვიათად მოიხსენიებს სიყვარულით, თუმცა, მიუხედავად ამისა, სულეიმანის დაღუპვა მაინც არ ახარებს : " საბოლოოდ ეს ყველაფერი ისევ ჩვენსკენ მოტრიალდება".


როგორც პენტაგონი იუწყება, ირანელი გენერლის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სპეცდანაყოფებს, პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.



თეირანმაც არ დააყოვნა რეაქცია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გენერალი სულეიმანი ტერორისტების, იგილისა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომ მისი მკვლელობა "სულელური ესკალაციაა და მთელი პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღოს."


ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შურს იძიებს მათზე, ვინც კასიმ სულეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.


0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
144