პოლიტიკა რატომ გამოაცხადა ამერიკამ არმიის საბრძოლო მზადყოფნა? 2020, 3 იანვარი, 15:32 აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის გენერალ კასიმ სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ბრძანება გასცა.- იტყობინება Fox News. 3 იანვარს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სულეიმანი გარდაიცვალა ამერიკული საჰაერო დარტყმის შედეგად. საჰაერო დარტყმა განხორციელდა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე. სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციური კორპუსის ელიტარულ ნაწილს. აშშ-ში ამ გვარდიას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან.სულეიმანი მონაწილეობდა ამერიკის საელჩოსა და სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. პენტაგონმა შეტევას შემაკავებელი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მდებარე ამერიკელი მოქალაქეების დაცვას. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ, ტვიტერზე დადო ამერიკული დროშის სურათი. ირანში სულეიმანის მკვლელობას უწოდეს საერთაშორისო ტერორიზმის აქტი. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰომეინი თავდამსხმელებს სასტიკ შურისძიებას დაპირდა. 567 შეფასება არ არის
|