კახეთი ქვემო ქედში ავტოავარიას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა 2020, 2 იანვარი, 15:29 უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა დედოფლისწყაროში. სოფელ ქვემო ქედში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორი ადგილობრივი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, 1 იანვრის ღამეს, ფორდის მარკის ავტომობილი, რომელსაც ლევან თეთრაული მართავდა, მესერს შეეჯახა. წინასწარი ვერსიით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შეჯახების შედეგად შავი ფორდის ორივე მგზავრი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა. ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 516 შეფასება არ არის
|