x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შობის ჯადოსნური ღამე

image


იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეწაღე. მას ლამაზი მეუღლე და შესანიშნავი პატარა ბიჭუნა ჰყავდა. ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ მოულოდნელად, მეწაღის მეუღლე გარდაიცვალა. დარჩა მამა–შვილი მარტო – მათ ერთმანეთის და უსაზღვრო მწუხარების გარდა, არავინ ჰყავდათ.

ერთ დღეს შვილმა მამას უთხრე:
— დღეს ჩვენთან უფალი მოვა.
— კარგი რა, — არ დაუჯერა მეწაღემ.
— აი, ნახავ, მოვა. მან სიზმარში თავად მითხრა.
ელოდებოდა ბიჭი ძვირფას სტუმარს და დრო და დრო ფანჯრიდან იხედებოდა. იქ კი, არავინ ჩანდა... და უეცრად დაინახა, რომ ეზოში ბიჭები უცნობ ბიჭს სცემდნენ. ხოლო ის, მათ წინააღმდეგობასაც არ უწევდა. გაიქცა მეწაღის შვილი ქუჩაში, გაყარა მოძალადეები და ნაცემი ბავშვი სახლში წაიყვანა. მან და მამამისმა ის დაბანეს, დავარცხნეს, სუფთა სამოსი ჩააცვეს და ამ დროს მეწაღის შვილმა მამას უთხრა:
— მამა, მე 2 წყვილი ჩექმა მაქვს, ჩემს ახალ მეგობარს კი არცერთი. მოდი, მას ერთ წყვილს ვაჩუქებ, თორემ ხომ ხედავ, ფეხსაცმლიდან თითები უჩანს... თან დღესასწაულიც ახლოვდება!
— კარგი, როგორც გინდა, – დაეთანხმა მამა.
ჩააცვეს ბიჭუნას ახალი ჩექმები და ის ბედნიერი და გახარებული წავიდა სახლში.
გავიდა რამდენიმე საათი, მეწაღის ბიჭი ფანჯარას აღარ შორდებოდა, იდგა და გზას უყურებდა. ის ისევ ძვირფას სტუმარს ელოდა... და მათ სახლთან მაწანწალამ ჩაიარა, რომელიც დახმარებას ითხოვდა:
— კეთილო ადამიანებო! ხვალე შობაა, მე კი 3 დღეა პირში ლუკმა არ ჩამიდია, ღვთის გულისათვის, დამეხმარეთ!
— ჩვენთან შემოდი ბაბუ! — ფანჯრიდან დაეხმაურა ბიჭი.

— უფალმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს! – უპასუხა მან, როდესაც ბიჭმა კარი გაუღო.

მამა და შვილმა მოხუცი დააპურეს და ისიც გახარებული წავიდა მათგან.
ბიჭი კი უფლის მოლოდინში, ისევ გარეთ იყურებოდა. ქუჩაში ნისლი ჩამოწვა და ფარნებიც აანთეს. ისეთი სუსხიანი ნიავი წამოვიდა, რომ აშკარად ამინდი ფუჭდებოდა. ბიჭმა ნერვიულობა დაიწყო და უეცრად დაიყვირა:
— მამა! ნახე იმ ბოძთან ქალი დგას, თან პატარა ბავშვი ჰყავს. საბრალოებს როგორ სცივათ!

ბიჭი გარეთ გაიქცა და ქალი სახლში წაიყვანა. ის ღუმელთან დასვეს, გაუმასპინძლდნენ და ბიჭმა მამას უთხრა:
— ასეთ ამინდში სად უნდა წავიდნენ? გარეთ ნამდვილი ქარბუქია... მამა, მოდი, დღეს აქ დარჩნენ.
— ხო, მაგრამ, სად დავაძინოთ, ადგილი რომ არ გვაქვს? — ჰკითხა მას მეწაღემ.
— როგორ არა: შენ დივანზე დაწექი, მე სკივრზე, ესენი კი, ჩვენს საწოლში დაიძინებენ.
— კარგი, ასე იყოს. — უპასუხა მეწაღემ.
ბოლოს, ყველა დაწვა და დაიძინა... და დაესიზმრა ბიჭს ისევ უფალი, ის თითქოს მასთან მივიდა და ალერსით უთხრა:
— ჩემო ძვირფასო შვილო! იყავი ბედნიერი მთელი ცხოვრების მანძილზე.
— უფალო, მე შენ დღე გელოდი. — გაუკვირდა ბიჭს.
ხოლო, ღმერთმა უპასუხა:
— ჩემო ძვირფასო, მე დღეს შენთან 3-ჯერ ვიყავი და შენ 3-ჯერვე მიმიღე და თან ისე, რომ უკეთეს ვერც მოიფიქრებდა ადამიანი.
— არ ვიცოდი. მაგრამ, ეს როდის იყო?
— არ იცოდი, მაგრამ მაინც მიმიღე. პირველად, შენ, პატარა ბავშვი კი არა, მოძალადე ბიჭებისგან მე გადამარჩინე. მადლობა ამისთვის, ჩემო ძვირფასო.

— უფალო, მეორედ როდის მოხვედი? ფანჯარას არ მოვცილებივარ, — ჰკითხა ბიჭმა.
— მეორედ — მაწანწალა კი არა, თქვენთან ტრაპეზზე მე ვიყავი. შენ და მამა ქერქებს ჭამდით, მე კი სადღესასწაულო ღვეზელი მომეცით.
— მესამედ, უფალო? იქნებ მესამედ მაინც გიცანი?
— მესამედ კი, — დედასთან ერთად, დასაძინებლადაც დავრჩი თქვენთან.
— ეგ, როგორ?
— ოდესღაც, ჩვენ ჰეროდესგან ეგვიპტეში მოგვიწია გაქცევა. ასე, რომ, შენ დედაჩემი ბოძთან ისე იპოვნე, როგორც ეგვიპტის უდაბნოში და თავშესაფარი მოგვეცი. ბედნიერი იყავი, ჩემო ძვირფასო, სამუდამოდ!

გაიღვიძა ბიჭმა დილით და პირველი რაც გააკეთა, სტუმრები მოიკითხა:
— ბავშვიანი ქალი სად არის? — დაიძახა მან.

იყურება ბიჭი აქეთ–იქით — სახლში კი, არავინ იყო. ჩექმები, რომელიც მან საცოდავ ბავშვს აჩუქა, ისევ კუთხეში იდგა, მაგიდაზე კი — სადღესასწაულო ღვეზელი იდო. ხოლო, გულში — ენით გამოუთქმელ სიხარულს გრძნობდა, ისეთს, როგორიც არასდროს განუცდია.

imageimageimageimageimageimageimage




0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0