x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფასდაუდებელი ძღვენი (საახალწლო იგავები)

image


ცხოვრობდა ქვეყანაზე ადამიანი ცივი გულით. მაგრამ, ის იმდენად ამაყი იყო, რომ საკუთარ ნაკლს ვერც კი ამჩნევდა და ბავშვობაში, ამით ტრაბახობდა კიდეც, – ამბობდა, რომ არც წყენას გრძნობდა, არც სევდას... და საერთოდ, ვერაფერს გრძნობდა.

მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა... კაცს თმაში ჭაღარა შეერია, გული კი, – ისევ ცივი და უგრძნობი ჰქონდა. ერთხელ, საღამოს ჟამს, მან ქუჩაში პატარა ბიჭი დაინახა, რომელსაც ტანთ ძონძები ემოსა. ახალი წელი ახლოვდებოდა, ფიფქი ცვიოდა, ქარი უბერავდა და ძალიან ცივოდა. მაგრამ, ბიჭი თავდაჯერებულად მიდიოდა დიდ საახალწლო ნაძვისხისკენ, რომელიც ქალაქის ცენტრში იდგა. ნაძვისხესთან ორივე გაჩერდა: კაცი, ცივი გულით, – იმისთვის, რომ ნაძვის ხის მორთულობა დაეთვალიერებინა. ხოლო, ბიჭი – რომ ზეციური ანგელოზებისთვის რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი ეთხოვა.

— უკან დაიხიეთ, თუ შეიძლება, მე აქ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, – უთხრა მას ბიჭმა.

ცივ გულიან კაცს ბავშვის სიტყვებზე გაეღიმა და თავის საქმეებზე წავიდა. ხოლო, ბავშვი უფრო ახლოს მივიდა ნაძვის ხესთან, მუხლებზე დადგა, ცას ახედა და ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი:

— ძვირფასო ანგელოზებო, როდესაც აქ მოვდიოდი, მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ ღმერთისთვის ჩემთვის ახალი ტანსაცმელი გეთხოვათ, რადგან რაც მაქვს, გაცვდა და ძალიან მცივა. მაგრამ, გზაში კაცი შემხვდა, რომელიც ჩემზე უბედურად გამოიყურებოდა, ეტყობა, რომ ის უკვე დიდი ხანია იყინება და შეიძლება, მალე თოვლადაც იქცეს... აჩუქეთ მას ცხელი გული, თორემ ბედნიერი ვერასდროს იქნება. არ ვიცი, მას სხვანაირად როგორ დავეხმარო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, კაცი ცივი გულით ისევ დაბრუნდა ნაძვის ხესთან. მას ხელში ბიჭისთვის ახალი ტანსაცმელი ეჭირა. ალბათ, ზეციურმა ანგელოზებმა ბიჭს თხოვნა შეუსრულეს... რა თქმა უნდა, კაცისთვის გული არ გამოუცვლიათ. უბრალოდ, მათ მის გულში ფასდაუდებელი ძღვენი — სიყვარულის და თანაგრძნობის გრძნობები დატოვეს.


image

ჯიმი და დელი ავეჯით გაწყობილ ბინას ქირაობდნენ, რომლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ინტერიერი ბინას კი არა, უპოვართა თავშესაფარს უფრო ჰგავდა. ამ ოჯახს მხოლოდ ორი განძი ჰქონდა: დელის ულამაზესი და მდიდრული თმა და ჯიმის ოქროს საათი, რომელიც მას მამისგან და ბაბუისგან დარჩა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის ტყავის გაცვეთილ თასმაზე ეკიდა.

ახალი წელი ახლოვდებოდა და დელის მეუღლისთვის საჩუქრის შერჩევა უნდოდა. ის ქუჩაში გავიდა. მაგრამ, მის განკარგულებაში მხოლოდ 1 დოლარი და 80 ცენტი იყო, რომელიც მის დანაზოგს წარმოადგენდა... და ამ თანხით, მას საჩუქარი უნდა შეეძინა. ქალი მაღაზიის ვიტრინებს ათვალიერებდა და თვალში აბრა მოხვდა წარწერით: «ყველა სახის ნაკეთობა თმისგან».

მან საკუთარი თმა 20 $ გაყიდა და ამ ფულით ჯიმს პლატინის ძეწკვი უყიდა საათისთვის. ხოლო, როდესაც საზეიმო ვახშამს ამზადებდა, იმაზე ლოცულობდა, რომ მეუღლეს მისი მოკლე ვარცხნილობის გამო, მისდამი გრძნობა არ შეცვლოდა.

სახლში დაბრუნებული, გაყინული ჯიმი, გაოცებისგან, გაბრაზებისგან, თუ მრისხანებისგან ათვალიერებდა მეუღლეს. არანაირი მიზეზი, ვარცხნილობა, თუ სხვა რამე, ვერ აიძულებდა მას, მეუღლისადმი უსაზღვრო სიყვარულის გრძნობის განელებას. მაგრამ, მან ვერაფრით გააცნობიერა ის ფაქტი, რომ დელის გრძელი თმა აღარ ჰქონდა... ბოლოს, როგორც იქნა, მან პაკეტი ამოიღო, რომელშიც ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, თმაში ჩასარჭობი ნახევარმთვარისებური სავარცხლების ნაკრები — დელის ფარული სურვილის ობიექტი იდო. ხოლო, საპასუხოდ, მან ქმარს საათის ჩამოსაკიდი ძეწკვი მიართვა. მაგრამ, ორივე საჩუქრის შენახვა გახდა საჭირო, რადგან ქმარმა საათი დააგირავა, რომ მეუღლისთვის თმის სამაგრები ეყიდა. მათ ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღეს... ფასდაუდებელი ძღვენის — სიყვარულის და ერთგულების სანაცვლოდ.


ო. ჰენრი ნოველის «მოგვთა ძღვენის» (1906 წ.) მიხედვით.

imageimageimageimageimageimageimage






1
152
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
152
  
2020, 4 იანვარი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1