x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის საახალწლო მილოცვა
image


„მოგესალმებით, მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბარაქის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი.


გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტისათვის. თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით და განვახორციელეთ არაერთი სასიკეთო პროექტი. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენს მიერ შესრულებულ საუკუნის პროექტებს. ესენია : საზღვრისპირა სოფლების, ასევე, ჭოეთისა და თავწყაროს დასახლებების გაზიფიცირება, რომელიც დასრულების ეტაპზეა და ფიროსმანი-საბათლოს გზის სრული რეაბილიტაცია.


დამეთანხმებით, რომ გასულ წლებთან შედარებით, დღეს უფრო ნაკლებ დედოფლისწყაროელს აწუხებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ღამით ჩაბნელებული ქუჩები, განათდა სოფლებიც, მოეწყო ახალი სკვერები, სპორტული მოედნები, დასასვენებელი პარკები და ატრაქციონები, რეაბილიტირდა სკოლები და ამბულატორიები...



აღნიშნული პროცესი როგორც ქ. დედოფლისწყაროში, ასევე ჩვენს სოფლებში 2020 წელსაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.


აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის ძალისხმევისა და მონდომების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ამიტომაც გპირდებით, რომ არ გავჩერდებით, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა თითოეულმა თქვენგანმა და თქვენმა შვილებმა, ჩვენმა შვილებმა, იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს სოფელში, უკეთეს უბანში...


ეს წელი წარმატებული იყო დედოფლისწყაროელი სპორტსმენებისთვისაც. გვასახელეს ჩვენმა კიკბოქსინგის, ქართული ჭიდაობისა და უშუს ნაკრებებმა, კვლავინდებურად მსოფლიო ჩემპიონია ლაშა ბექაური, ხოლო ევროპის ჩემპიონი-ნიკა ჩიტიშვილი...


მე ყველა სფეროს წარმომადგენელს, თითოულ წარმატებულ დედოფლისწყაროელს ვულოცავ მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სასახელოდ.


კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, იმედების გამართლების, ოცნებების ახდენისა და გახარების წელი ყოფილიყოს დამდეგი 2020 წელი. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“.


პატივისცემით, ნიკოლოზ ჯანიაშვილი,
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0