x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორი იქნებოდა მსოფლიო, ევროპული იმპერიები რომ არ დაშლილიყო

უკანასკნელმა ხუთმა საუკუნემ, მსოფლიო პოლიტიკაში, ევროპული სახელმწიფოების სრული ჰეგემონიით ჩაიარა. ისე მოხდა, რომ სწორედ ევროპაში ჩაეყარა საფუძველი, ყველაზე დიდი იმპერიების უმრავლესობას, კაცობრიობის ისტორიაში. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ ევროპის ქვეყნების ამბიციები, ერთ მშვენიერ დღეს, იმდენად გაიზარდა, რომ ევრაზიის კონტინენტმა ვეღარ დაიტია – ერთმანეთთან დაპირისპირება და ქიშპი, არაპროდუქტიული იყო და ამიტომ, ქვეყნის მმართველები ოკეანის მიღმა მიწებს გადასწვდნენ.


image


ევროპულმა ექსპანსია პლანეტის თითქმის ყველა კუთხე მოიცვა და დღეს მსოფლიოში არც ისე ბევრი ადგილია, რომლსაც ევროპის რომელიმე ქვეყანა თავს არ დასხმია...

ასეთი იქნებოდა მსოფლიო, ევროპის პოსტ–შუასაუკუნეების იმპერიები XX ს-ში რომ არ დაშლილიყო.

image

რიკაზე ნაჩვენებია ისტორიაში ყველაზე დიდი ევროპული იმპერიები, მისი მაქსიმალური ექსპანსიის მომენტისთვის. რაც შეეხება იმპერიების ფართობს, – ლიდერი ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იყო. 1920 წლისთვის, მისი ფართობი 35 500 000 კმ² შეადგენდა, რაც ხმელეთის, თითქმის, 24 %-ია.


1. ბრიტანეთის (1583–1997) — 35, 5 მლნ. კმ²
2. რუსეთის (1721–1991) — 22, 8 მლნ. კმ²
3. ესპანეთის (1492–1976) — 13, 7
4. საფრანგეთის (1534 –1980) — 13, 5 მლნ. კმ²
5. პორტუგალიის (1415–1999) — 7, 6 მლნ. კმ²
6. იტალიის (1861–1946) — 4, 25 მლნ. კმ²
7. გერმანიის (1884–1918) — 3, 2 მლნ. კმ²


შენიშვნა: შეიძლება, წარმოდგენილი რუკა სადაოდ მოგეჩვენოთ და ეს სავსებით ნორმალურა, რადგან ის 500 წლიან ისტორიას მოიცავს და მასში არც ქრონოლოგიაა ასახული და არც ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა გათვალისწინებული (ერთი და იგივე ტერიტორია, ზოგიერთ შემთხვევაში, «ხელიდან ხელში» გადადიოდა და ხან ერთი იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხან კი, მეორეს). თუმცა, რუკის არსი, ისტორიული ჭესმარიტების დადგენა კი არა, იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენი ქვეყანა იქნებოდა დღეს მსოფლიოში, იმპერიები რომ არ დაშლილიყო.

imageimageimageimageimageimageimage








0
1015
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1015
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0