კინო "ის, უბრალოდ ასეთი დაიბადა" - დღემდე უცნობი ფოტო, ია ფარულავას ალბომიდან, რომელიც მის ბუნებრივ სილამაზეში დაგარწმუნებთ 2019, 29 დეკემბერი, 1:22 ![]() ![]() სულ ცოტა ხნის წინ იამ პროფაილის ფოტო განაახლა, მისი ბავშვობის სურათის ხილვამ კი უამრავი ადამიანის გაოცება გამოიწვია. ფოტოდან მტკიცდება რომ მსახიობს არანაირი პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს და მისი სახე დღესაც ისეთია. "უცვლელია, ყველაზე ლამაზია და არ მინდა ეს სილამაზე დაბერდეს.." უწერენ მსახიობს "ლამაზი იყო ის პირველ ფილმში, რაღაც ბუნდოვნად მახსოვს, სკოლის მოსწავლე იყო, მახსოვს სპირალშიც ლევან უჩანეიშვილთან ერთად." - ვკითხულობთ კომენტარებში შეგახსნებთ, რომ ია ფარულავას როგორც მსახიობის მოღვაწეობა 25 წელზე მეტს ითვლის. ის პირველად სწორედ ობოლ ბავშვთა ინტერნატის მკვიდრად მოგვევლინა 12 წლის ასაკში ნანა ხატისკაცის ფილმში "ძნელი დასაწყისი". მას შემდეგ არაერთ მხატვრულ ფილმში ითამაშა - განსაკუთრებულ აღნიშვნას კი "ფესვები", სპირალი" იმსახურებს, სხვადასხვა წლებში იღებდნენ რუსეთის კინოსტუდია "ლენფილმში", 90-იან წლებში მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც ![]() 686 შეფასება არ არის
|