მსოფლიო პრინცესა დიანადან ანგელა მერკელამდე: 10 საცურაო კოსტიუმი, რომელიც ისტორიაში შევიდა 2019, 27 დეკემბერი, 16:41 ვის არ ახსოვს ამერიკული სატელევიზიო სერიალიდან "მაშველები" ის ხასხასა წითელი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ყურებადი შოუს მთავარი მონაწილე, ქერათმიანი ლამაზმანი პამელა ანდერსონი თავს იწონებდა? ის თითქმის ყველამ იცის - მანაც კი, ვისაც სერიალი არ უნახავს. მაშ ასე, მოდით ვნახოთ ცნობილი ქალბატონების ის საცურაო კოსტიუმები, რომლებიც უკვე ისტორიად იქცა.ვეფხვის პრინტიანი მთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც პაპარაცებმა ორსული პრინცესა დიანა დააფიქსირეს, 1982 წელიცნობილი წითელი საცურაო კოსტიუმი სერიალიდან "მაშველები", 1989 წელიმთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც ჰილარი კლინტონი საკუთარ მეუღლესთან ბილ კლინტონთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ისვენებდა, 1988 წელიგასული საუკუნის ერთ - ერთი გამორჩეული და დახვეწილი სტილის მქონე ქალბატონი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, შეუდარებელი ჟაკლინ კენედი, თავის ცნობილ საცურაო კოსტიუმში, რომელშიც ის შვებულების დროს, იტალიაში დააფიქსირეს, 1962 წელიკერი ფიშერის მეტალიკის კოსტიუმი, "ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება", 1983 წელიმსახიობი რაკელ უელჩი ირმის ტყავის ცნობილ ბიკინში, "მილიონი წელი ჩვენს ერამდე", 1966 წელილეგენდარული მსახიობის და მსოფლიოს ერთ -ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონის ელიზაბეტ ტეილორის მოკრძალებული თეთრი საცურაო კოსტიუმი, "უეცრად, გასულ ზაფხულს", 1959 წელიმსახიობი ბო დერეკი, ფილმი "10", 1979 წელიმსახიობი ურსულა ანდრესი, "დოქტორი ნოუ", 1962 წელიგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პაპარაცებმა იტალიაში, შვეულებაში ყოფნისას დააფიქსირეს, 2013 წელი1012 შეფასება არ არის |