x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
ვალდესი: "მე ბარსელონას შეუცვლელი მეკარე არ ვარ"
გამოცდილი მეკარე, რომელიც კატალონიური გუნდის კარებს 11 წლის განმავლობაში იცავს, განაცხადა რომ, მიუხედავად ამ 11 წლისა ის შეუცვლელი და ნომერ პირველი მეკარე არ არის ბარსელონასთვის. ის თავის შესაძლებლობებს არც თუ დიდად აფასებს, თუმცა ახალი სეზონის წინ ის, ისევე როგორც თითოეული ბარსელონას ფეხბურთელი და გულშემატკივარი, ოპტიმისტურად უყურებს და მის დაწყებას ელოდება

image

ვიქტორ ვალდესი ირწმუნება რომ ის თავს შეუცვლელად არ მიიჩნევს. 30 წლის მეკარემ ბარსელონას მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგაში. დებიუტი 2002-03 წლებში ჰქონდა.


"ეს ჩემი მე-11 სეზონია და მე კვლავ იგივეს ვიმეორებ. მე არასდროს მიგრძვნია რომ მწვრთნელისთვის ნომერ პირველი არჩევანი ვარ და ასე არასდროს არ ვიფიქრებ." - ასეთი კომენტარი გააკეთა ვიქტორ ვალდესმა კლუბის ოფიციალურ საიტის ცნობით.



ამის შემდეგ კატალონიელი შეეხო ბარსელონას მიზნებს შემდეგ სეზონში, და განაცხადა რომ მათ სურთ მოიგონ როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა.


"წარმატება დამოკიდებულია შემართებაზე. მართალია, ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ჩვენზე გავლენა აქვს, მაგრამ ვერ ვმართავთ."


"ჩვენ ვაპირებთ მოვიგოთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში."


შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგის პირველ მატჩს რეალ სოსიედადის წინააღმდეგ 19 აგვისტოს ჩაატარებს.

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:sevenninethree
sevenninethree
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0