x
image
nukrichanturia
პატიმრობას რომ გადარჩენოდა, ქურდმა სქესი შეიცვალა
image ის, ვინც სხვის ხარჯზე ცდილობს ჯიბის ამოვსებას, ქურდობს და მამაძაღლობს, ნორმალურად აზროვნების უნარით ნადვილად არ არის გამორჩეული და აგერ, ბატონო, თუ არ გჯერათ.

როგორც ირკვევა, მექსიკელი ბოროტმოქმედი, აარონ ვერა მორალესი, რომელსაც ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სურდა, იმაზეც კი წავიდა, რომ სქესი შეეცვალა.

მორალესი 200 ათასი ამერიკული დოლარის მოპარვისთვის იძებნებოდა. აღნიშნული თანხა რამდენიმე წლის წინათ მან მექსიკის სოციალური დაცვის დეპარტამენტს თაღლითური გზით წაგლიჯა.

როცა დამნაშავე, როგორც იქნა, დააკავეს, პოლიციამ მას დოკუმენტები აღმოუჩინა, რომლის მიხედვითაც, მორალესი ქალი იყო.


" პასუხისმგებლობას რომ გადარჩენოდა, აარონ მორალესმა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა", - განმარტავენ მექსიკის მთავარ პროკურატურაში.

თავდაპირველად, გამოძიება ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ ძებმილ ბოროტმოქმედთან ჰქონდა საქმე, თუმცა სულ მალე ყველაფერი გაირკვა, ხოლო საზრიანი პოლიციელი, რომელმაც ქალად გადასხვაფერებულ დამნაშავეში მამაკაცი ამოიცნო, წოდებითაც დააწინაურეს და თანამდებობრივადაც.

1
473
2-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
473
  
2012, 4 აგვისტო, 14:19
ჩურჩუტი
0 1 1