x
image
nukrichanturia
სხვადასხვა დროს დაბადებული ტყუპები

imageრუმინეთში მცხოვრები ტყუპი ძმები კალატინი და ვალენტინი, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სხვადასხვა დროს დაიბადნენ.როდესაც ბავშვების დედას მუცელი ასტკივდა და სამშობიაროში წაიყვანეს, ყველამ იცოდა რომ ტყუპები უნდა დაბადებულიყვნენ.მიყვანიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა კატალინი, მაგრამ არსად ჩანდა მეორე.

ექიმების განცხადებით, ამგვარი შემთხვევა 50 ათასში ერთხელ ხდება.მეორე ტყუპისცალი, ვალენტინი, ორი თვის შემდეგ დაიბადა.ორივე მათგანი სრულიად ჯანმრთელია.რაც შეეხება დედას, მომხდარის დაჯერება დღემდე ვერ მოახერხა.

imageავსტრალიელი ნიკ ვუჯკიკი კიდურების გარეშე დაიბადა.მხოლოდ და მხოლოდ მარჯვენა ფეხი აქვს, მაგრამ ისიც მოკლე და სრულიად უმოქმედო.მიუხედავად კიდურების უქონლობისა, მან ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით დაიწყო.დადიოდა საბავშვო ბაღში, დაამთავრა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი.ნიკი თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთადაც ერთობა, აუზშიც ცურავს და გოლფსაც თამაშობს.image

გინესის რეკორდსმენობის სურვილით შეპყრობილმა 25 წლის ჩინელმა ლინ რონგმა ქორწილისთვის 1.4 მილი სიგრძის სადედოფლო კაბა შეუკვეთა.კაბის სატარებლად ქორწილში 200-ზე მეტი ადამიანი მოიწვიეს.კაბა მორთული იყო ცოცხალი წითელი ვარდებით.მცდელობის მიუხედავად, ლინ რონგი გინესის წიგნში ვერ მოხვდა

0
235
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0