x
image
intermedia.ge
Mediator image
რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე
image


27 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი) "წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019" გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L" 30%-50%-მდე ფასდაკლებითა და ბევრი სიახლით იქნება წარმოდგენილი.


გამომცემლობა მკითხველს სხვდასხვა ჟანრს: საბავშვო-საყმაწვილო, თინეიჯერულ, ფენტეზის, ბიზნელიტერატურასა და ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნებს სთავაზობს.


ამას გარდა, იგეგმება ღონისძიებები, ძირითადად, საბავშვო წიგნების მიმართულებით.



27 დეკემბერი:

13:30-14:00 - მწერალი, გიორგი კეკელიძე „გახდი ბესტსელერის ავტორის 2019“- ის გამარჯვებულს, თამარ გოდერიძეს და მის წიგნს „ყვავილები სახლთან ახლოს" წარადგენს.

15:30-16:00 - ავტორი, ლელა ცუცქირიძე წარადგენს საბავშვო წიგნს „თოვლის გუნდა და ბუ ტუსურა“.


28 დეკემბერი:

13:00-13:30 - მთრგმნელი, ნიკოლოზ (ტატო) ალექსიძე წარადგენს ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერას“.


15:30-16:00 - ავტორი, დიანა ანფიმიადი წარადგენს წიგნს - „თოვლზე ნაწერი წერილები“.

0
8
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0