x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როგორ მინდა დაგილეწოთ ეგ თქვენი შენობები, საძაღლეთად რომ აქციეთ, თუმცა ძაღლებს რას ვერჩი " - ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ, "მთავარ აქცენტებში" რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მოზარდის ლუკა სირაძის ძმის ინტერვიუს ეხმაურება, რომლის თქმითაც, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა დაკითხვისას შეუძლოდ მყოფ 15 წლის ლუკას სასწრაფოს გამოძახების ნება არ დართო. როგორც გარდაცვლილი მოზარდის ძმამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ჩოლოიანმა მის ძმას უთხრა, რომ ის ამის უფლებას მას სწორედ მაშინ მისცემდა, როცა საჭიროდ თავად ჩათვლიდა: "ბავშვი ცუდად იყო, ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას და მარიანა ჩოლოიანმა უთხრა, მე როცა გადავწყვეტ მაშინ გამოვიძახებო. შეუძლებელია ამ ყველაფრის მოსმენა და ატანა. როგორ მინდა დაგილეწოთ ეგ თქვენი პოლიციის შენობები, საძაღლეთად რომ აქციეთ. თუმცა ძაღლებს რას ვერჩი.((" - დაწერა ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.




0
266
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
266