x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ფაქტიურად დასცინის მასაც და მთელი მოსახლეობის უმრავლესობასაც!-თემო გვალია
image

მსახიობი თემო გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს, სადაც გლდანის ციხეში ჯდომის პერიოდს იხსენებს, რა დროსაც მასთან ერთად რაღაც პერიოდი ცოტნე გამსახურდიაც იხდიდა სასჯელს:


„ცირკია ეს ცხოვრება.
გლდანის ციხეში ვიჯექი “ბ” კორპუსზე.. მოპირდაპირე მხარეს იყო “რეზბალნიცა”. იქ ჰყავდათ რაღაცა პერიოდი ცოტნე გამსახურდიაც. თითქმის ყოველდღე ისმოდა მისი ხმამაღალი ყვირილი, კივილი, გინება. დიახ ცოტნე გამსახურდიას განწირული ხმა ისმოდა ერთ-ერთი საკნიდან. მთელი კორპუსი დათრგუნვილები ვიყავით მისი ყვირილისგან, რომელიც ხანდახან საათობით გრძელდებოდა! ნამდვილად ვერ ვხედავდით იქ რა ხდებოდა, მაგრამ ცოტნეს რომ იქ არ ულხინდა, ცხადზე ცხადი იყო.
დღეს კი, როდესაც ეს არასასიამოვნო ამბავი შეემთხვა ცოტნე გამსახურდიას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იმუქრება, ამ ამბავს ასე არ დავტოვებო! ბიძინას რომ მოვიშორებ, ყველა ის, ვინც ცოტნე გამსახურდიაზე იძალადა, აუცილებლად დაისჯებაო…
ფაქტიურად დასცინის მასაც და მთელი მოსახლეობის უმრავლესობასაც!

ნაპრეზიდენტალზე ახალი რაღა ვთქვა?… ყველას შესანიშნავად გაგვაცნო თავი თავისი მოღვაწეობის დროსაც და შემდგომაც!
ცოტნე კი, რომელსაც არ ვიცნობ და სიმართლე გითხრათ, არც არანაირი სურვილი არ მაქვს გავიცნო, უფალმა გადაარჩინოს…“, - წერს თემურ გვალია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა. ექს-პრეზიდენტის ვაჟს ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, პაციენტის მდგომაროება მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

image

2
561
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
561
  
2019, 21 დეკემბერი, 16:04
მოკლედ,იმ ავბედით დღეს საინფორმაციოს ვერ ნახავდი,სადაც რამე ცუდი არ გადმოეცა. ჯერ იმ ბავშვის ამბავმა ყველა გაგიჟა(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით),ზოგი მართლა გლოვობს და ზოგი კი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ლამობს,როგორც ყოველთვის. მერე პოლიციელის ამბავი,რომელიც ჩემი ახლო მეგობარია და სულ ბოლოს კი ცოტნეს ამბავი. იმედია,გამოკეთდება ცოტნე და კარგად იქნება. რაც შეეხება ოთარ თავართქილაძეს,კარგად არის. პირადად ვესაუბრე და ყველაფერი კარგად დამთავრდა. სამწუხაროდ,ბავშვი ვერ გადარჩა. ეს ყველაფერი უაზრო და უპასუხისმგებლო საუბრების ბრალია,ასევე უპასუხისმგებლო ჟურნალისტების მონაწილეობით. სახელმწიფოში,სადაც ბავშვზე პოლიციელი ძალადობს და ამ განყოფილებაში ადამიანი არ არის,რომელიც გამოექომაგება არის ძალიან ცუდი. ამ ფაქტის ისე ტირაჟირება,რომ თურმე ყველა ერთნაირია და ყველა პოლიციელი მოძალადეა ასევე არისს ცუდი. ხოლო,როცა პოლიციელის სახელი ასე ილახება,მაშინ დამნაშავეს დაუსჯელობის განცდა ეუფლება და სწორედ ეს მოხდა ცოტნეს შემთხვევაში. სანამ ამ ქვეყანაში არ ვისწავლით კანონის პატივისცემას,ინსტიტუცების და თუნდაც ადამიანები ერთმანეთის პატივისცემას,მანამ არაფერი გვეშველება.
2019, 21 დეკემბერი, 11:38
პ.ს.სულ ახალახან ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე გახსნილია, სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული
0 1 2