x
image
მაიკო ქავთარაძე
"არის სიცოცხლე, არის სიკვდილი. სიცოცხლე-კარგი, სიკვდილი-ცუდი. ვუგალობოთ სიცოცხლეს"-დღეს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა!

image



რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს დაიბადა.

"დღეს რეზო ინანიშვილის დაბადების დღეა, მსოფლიო დონის ნოველისტის, მცირე პროზის დიდოსტატის, ამას ხაშმელობა არ მალაპარაკებს, ვისაც ლიტერატურა ოდნავ მაინც ესმის დამეთანხმება რომ ასეა. ო ჰენრის, ჩეხოვის და ბუნინის დონის ოსტატია, თან იდეალური ქართულით წერს, იდეალურზე იდეალური."-თორნიკე გოგნიაშვილი თანამედროვე ქართველი მწერალი, პოეტი.


ბევრს არ დავწერ, რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები თავად ყვებიან მის გენიალურობასა და ადამიანურობაზე:



"ყოველთვის გამახვილებული გქონდეს ყური: არ გამოგეპაროს სიყალბე, სიცრუე, სისაძაგლე, ამხილე და აღზარდე მოყვასი შენი."


"ვისაც ვინ უყვარს, იმის ლამაზი ის არისო. თუ ადამინი გიყვარს, იმაზე ლამაზად ქვეყანაზე არავინ არ გეჩვენება."


"ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…"


"ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ. დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.."


"როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ."


"თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე. ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, ერი კი სხვაა. ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ."


"...ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.

რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!

დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს..."

1
302
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
302
  
2019, 21 დეკემბერი, 3:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1