x
image
intermedia.ge
Mediator image
"რო­დე­საც ბიოლოგიურმა დედამ პირველად და­მი­ნა­ხა ოთახ­ში შე­ვი­და და კარი მო­მი­ჯა­ხუ­ნა"- "დიდი სცენის" კონკურსანტი რთული ისტორიით
image


ნინი ჟვა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტის "დიდი სცე­ნის" კონ­კურ­სან­ტია. ჟი­უ­რის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მი­იქ­ცია, ახლა კი შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნით უნდა, რომ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ გა­იც­ნოს. მა­ნამ­დე კი 19 წლის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გო­ნა თავის თავზე თვითონ გვიამბობს:


"ერთ-ერთ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ა­ში "პრო­მოდ" ვმუ­შა­ობ და ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მე და დედა 2250 ლარს ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­და­ვიხ­დი­დით და ჩა­ბა­რე­ბა აღარ მიც­დია. "ილი­ა­უნ­ში" ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა მეს­წავ­ლა" - გვე­უბ­ნე­ბა ნინი, რომ­ლის თა­ნამ­გზავ­რიც უკვე ბევ­რი წე­ლია, რაც მუ­სი­კა გახ­და.


"პა­ტა­რა ასა­კი­დან ვმღე­რი, დე­დას "ბას­ტი ბუ­ბუს" სტუ­დი­ა­ში დავ­ყავ­დი. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა და დღემ­დე ასე ნელ-ნელა მო­ვე­დი. მუ­სი­კამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პე­ბი მარ­ტი­ვად გა­და­მა­ლახ­ვი­ნა - ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დის დაძ­ლე­ვა­ში დამ­ხმა­რე­ბია" - დას­ძენს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში იმი­ტომ მო­ვი­და, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვე­ბის­თვი­საც ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და ეთ­ქვა:



"რაც არ უნდა მოხ­დეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებ­მა მა­ინც უნდა აკე­თონ ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვართ. დიახ, სრუ­ლი­ად მარ­ტო­ებ­საც გა­მო­უ­ვათ. სწო­რედ ამის თქმა მინ­და!.. ამას­თან, პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაც მო­მე­წო­ნა, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბად მაქვს დიდ სცე­ნა­ზე ვიდ­გე. მოკ­ლედ, ვცა­დე ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რაც დიდი მიღ­წე­ვა იყო ჩემ­თვის. კას­ტინგზე სრუ­ლი­ად მარ­ტო წა­ვე­დი, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. მერე დე­დამ ტე­ლე­ვი­ზი­ით რეკ­ლა­მა რომ ნახა, მი­თხრა, ძა­ლებს აქ ხომ არ მო­სინ­ჯავ­დიო და მა­შინ გა­მო­ვუ­ტყდი, რომ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე უკვე ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი".


- ძა­ლი­ან ტკბი­ლი, თბი­ლი, ლმო­ბი­ე­რი ჟი­უ­რია... ბევ­რი ამ­ბობს, რომ ჟი­უ­რი ასე­თი არ უნდა იყოს, ზოგი პი­რი­ქი­თაც ამ­ბობს. შენ რას გვე­ტყვი?


- მათ­გან ასეთ სით­ბოს არ მო­ვე­ლო­დი, რად­გან არ მიც­ნობ­დნენ, არ იცო­დე­ნენ, ვინ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ­გან ისე­თი სით­ბო მი­ვი­ღე, რომ გა­ვოც­დი. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტთან. უა­რით რომ გა­მო­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნე, არც ამა­ზე დამ­წყდე­ბო­და გული... მი­თხრეს, რომ მოვ­წონ­ვარ, რომ კარ­გად ვმღე­რი, და­ბალ ნო­ტებს ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ვმღე­რი. ნატო მე­ტო­ნი­ძემ მი­თხრა, რომ უნდა ვიდ­გე დიდ სცე­ნა­ზე. სა­ლო­მემ - ძა­ლი­ან მომ­წონ­ხა­რო. ყვე­ლა­ნა­ი­რად და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი იყო.


- ნინი, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვიც გქო­ნია...


- კი, ძა­ლი­ან პა­ტა­რამ გა­ვი­გე, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბის შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, მა­მამ დე­დას უთხრა, ეს აყ­ვა­ნი­ლი გა­იყ­ვა­ნე აქე­და­ნო... რაც დრო გა­დი­ო­და, ეჭვი სულ უფრო მიჩ­ნდე­ბო­და, რომ მარ­თლაც ამ ოჯა­ხის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი არ ვი­ყა­ვი. ეჭვს ისიც ამ­ძაფ­რებ­და, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან ყვე­ლას ახალ­გაზ­რდა დედა ჰყავ­და, მე კი მათ­თან შე­და­რე­ბით - ასა­კო­ვა­ნი. მერე უკვე დედა ეტა­პობ­რი­ვად, ძა­ლი­ან რბი­ლად მაწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმა­ზე, რომ მარ­თლაც არ ვი­ყა­ვი მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი, რომ მას მა­ნამ­დე შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, იმის მერე ბავ­შვის გაზ­რდა მო­უნ­და და რომ ის პა­ტა­რა მე აღ­მოვ­ჩნდი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვა­დაც და­ვინ­ტე­რეს­დი იმით, გა­მე­გო და და­მედ­გი­ნა, ვინ იყო ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა და მისი მო­ძებ­ნა გა­დავ­წყვი­ტე.


- და რა გა­ა­კე­თე ამის­თვის?


- ჩა­ვე­დი იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ის ცხოვ­რობს... რო­დე­საც და­მი­ნა­ხა, პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია რაც ჰქონ­და, ოთახ­ში შე­ვი­და და კარი მო­მი­ჯა­ხუ­ნა. მან სამ­შო­ბი­ა­რო­ში მი­მა­ტო­ვა. მერე ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც უკვე ჩემი არა­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა გა­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში (3-4 თვის ასაკ­ში) მიშ­ვი­ლა. რომ მნა­ხა, ჩემი თავი მა­შინ­ვე არ გა­მო­ა­ტა­ნეს, რად­გან ცოტა ცუ­დად ვი­ყა­ვი. მას ჩემს გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად იქ ექი­მე­ბი დაჰ­ყავ­და. რო­გორც კი უკე­თე­სად გავ­ხდი, წა­მო­მიყ­ვა­ნეს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი არა­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის­გან ვიცი.


- ეს ყვე­ლაფ­რი რას ნიშ­ნავს შენ­თვის?


- იმ ამ­ბავს, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი, დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მო­უხ­დე­ნია. მტკივ­ნე­უ­ლი ის იყო, როცა ჩემი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე იმ ადა­მი­ან­მა, კარი მო­მი­ხუ­რა, ამას არ ვე­ლო­დი. ბრძო­ლას იმ კუ­თხით გა­ვაგ­რძე­ლებ, რო­გორ­მე გა­ვი­გო, ვინ არის ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა. იმე­დია, ოდეს­მე გა­ვარ­კვევ...


- რო­გო­რია შენი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი პრო­ქ­ტში და მე­რეც?


- რო­გორც უკვე ვთქვი, მინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ შო­უ­ში გა­მოც­და, დიდ სცე­ნა­ზე დგო­მა და სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თარ ბენდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. კი, მინ­და, რა­ღაც კარ­გი მეც გა­ვა­კე­თო.

1
293
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
293
  
2019, 25 დეკემბერი, 19:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1