x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავარიას სიღნაღში მცხოვრები 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა - მძღოლი იდენტიფიცირებულია
image


უბედურ შემთხვევას თბილისში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისში, სამგორის რაიონში, მეველეს ქუჩაზე 23 წლის ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრები სტუდენტი ადგილზე გარდაცვალა.


როგორც უშიკო ქუფარაშვილის ახლობლები აცხადებენ, მძღოლმა ტერიტორია დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


„ძალიან კეთილშობილი და პოზიტიური ბიჭი იყო, მორწმუნე, სტიქაროსანი... სულ სიკეთეს ასხივებდა და იღიმოდა. ვერ ვიჯერებთ მომხდარს. უთქვამს, ცოტა ხნით საჩუქრის საყიდლად გადავალო და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა, “ - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.



ავარიის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშის პრესსამმსახურშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი სათვალთვალო ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად უკვე იდენთიფიცირებულია და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1
1914
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1914
  
2019, 18 დეკემბერი, 18:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1