საზოგადოება "დასახური ხართ და იცით რატომ? თქვენც ხართ დამნაშავე ამ ბავშვის თვითმკვლელობის ტრაგედიაში..." 2019, 18 დეკემბერი, 2:04 უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და იმ სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს, სადაც ის სწავლობდა. “დასახური ხართ და იცით რატომ? თქვენც ხართ დამნაშავე ამ ბავშვის თვითმკვლელობის ტრაგედიაში და იცით რატომ? 5400 რომ ღირს სწავლა, კარგად იცით გადაუხდელობის გამო გადაიყვანეს ბავშვი და ცხადია განიცადა, დატოვა კლასელები და იქნებ შეყვარებულიც ჰყავდა და თავმოყვარეობა შეელახა? ის ხომ 15 წლის მოზარდი იყო? მამა გარდაეცვალა და იმიტომ ვეღარ გადაგიხადათ დედამ ფული ხომ? კედელზეც პროტესტის ნიშნად დაწერდა და სკადინავიური რუნების კომბინაცია გააკრა, მაგრამ თქვენ ხომ გაუნათლებლები ხართ და სკოლა მარტო ფულის საჭრელი მანქანა გგონიათ. იმის მაგივრად, რომ ჩაგერთოთ ფსიქოლოგები, დალაპარაკებოდით ბავშვს ან სულაც უფასოდ გესწავლებინათ 112 დარეკეთ და პოლიციელის ზეწოლით აღიარებით ჩვენების მოპოვებას ელოდებოდით ალბად იმიტომ, რომ ზიანი აენაზღაურებინათ ხომ? განა რა ღირს ეს თქვენი დამპალი კედელი მე გადაგიხდით, მიმიფურთხებია თქვენი პიროვნებისთვის ვინც მანდ ხართ და ვინც მონაწილეობდით ამ პროცესში მეტს არც დავწერ ლუკას ცოდვა მთელი ცხოვრება ისედაც დაგამძიმებთ…..”- წერს ინგა ბერიკაშვილი. 665 შეფასება არ არის
|