x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
პოეტ ია ნანეიშვილის შემოქმედება
ია ნანეიშვილი

წელი, რომელიც მოვა, სიმშვიდის იყოს ღმერთო!
დაე, აგვიხდეს, ის რაც, გულით გვინდა და ვერ გთხოვთ.
წყალობა მიეც ყველას, ვინც მუხლმოდრეკეით შეგთხოვს,
ჯანის სიმრთელე მიეც, ვინც ამ სიცოცხლეს ვერ თმობს...

წელი რომელიც მოვა, სიკეთის იყოს ღმერთო!
ყველა ოჯახის კარზე, იღბლის სანთელი ენთოს.
ავადმყოფსა და უძლურს, ჰქონდეს წყალობა უფლის,
სულ ყველა შეჭირვებულს, საშველი გულით ეგრძნოს!

წელი, რომელიც მოვა, იმედის იყოს ღმერთო!
და ჩვენს შვილებსაც ამ წლით, წარმატების გზით ევლოთ.
არ იყოს დარდი, ცრემლი, არც მწუხარების წვეთი,
და რომ ცხოვრება ტვირად არ გადაგვექცეს შემდგომ...


წელმა, რომელიც მოვა, ამოასუნთქოს ერი!
ამდენი დარდით მძიმე, გაწამებული თმენით...
ხარება იყოს ყველგან და სიხარულის ხმები,
გამრავლებული იყოს, ჩვენი ფუძე და ჭრი!

დამარცხებული გვყავდეს, ჩვენი ოჯახის მტერი,
არ ჩამოვარდეს არვის, თმიდან წუხილის ღერი...
იყოს სიცოცხლის რწმენა, უფლის წყალობის ფერი,
წელი რომელიც მოვა, იყოს სინათლის მფენი!

ბედნიერება იყოს: ჩემი! შენი და მისი!
აღარ ჩაგვედოს გულში, შური და ბოღმა სხვისი...
არ მოგვცემოდეს წყენა, ან და საბაბი მისი...
რაც გაგვიხდება შემდგომ, მიზეზი ღმერთის რისხვის...

ჩვენს კართან არ გაევლოს, მწუხარებას და სირცხვილს!
ბედნიერება იყოს ყველა ოჯახის მეკვლე!..
სიყვარულისწილ იშვას, სულ ყველას გულში ფიქრი,
სიყვარულია ღმერთი, ღმერთი ყველაფრის შემძლე!!!


..............

ამ გულმა დათმობა არ იცის,
არასდროს არ იტყვის - "არაო!"...
ვერაფრით ვაძალებ - "გაჩუმდი!"...
ვერაფერს ვუკრძალავ - "კმარაო!"...
ეჰ, გულო, ნეტავი ვიცოდე -
საიდან ამდენი ძალაო?!


..............

არ გამიშვა ხელი, თორემ, წავიქცევი,
მერე ვეღარ დავბრუნდები უკან...
ნაწილ-ნაწილ, ნაკუწ-ნაკუწ დავიშლები,
ჩამიკარი სულთან ახლოს, გულთან...

არ გამიშვა, თორემ ღამე მომერევა,
აირევა საყვედური პულსთან.
ყელზე ცივი უშენობა მომეხვევა,
დამიძახე, ჩემი სულის თუ ხარ!

ზაფხულივით გაილევა დღეები და,
გაშიშვლდება გაფოთლილი მუხაც.
შემინახე ერთი ცალი მზეებიდან,
დაისისკენ მიმავალი თუნდაც...

არ გამიშვა, შემახსენე რომ გიყვარვარ,
თორემ დარდი აყვავდება გულთან.
შენი მზერა დამადევნე ნიავივით,
სადაც წავალ, მომყვებოდეს სულ თან...

დამაბრუნე, თუკი წასვლამ მომიწია,
თუ ვიდგები შენი გულის ზღურბლთან...
არ გამიშვა ხელი თორემ, დავიბნევი...
ჩამიკარი სულთან ახლოს გულთან!



0
381
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0