x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვუსამძიმრებ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გარდაცვალებას.. იდიოტს!“ - გოჩა ჩერტკოევი VS ნოე სულაბერიძე
image


რას წერს გოჩა ჩერტკოევი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედზე" დაწყებულ "ცეკვავენ ვარსკვლავებზე."


ტელეკომპანია "იმედზე" უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო. პროექტი გოჩა ჩერტკოევის გარეშე მიმდინარეობს. მეგაშოუს ხელმძღვანელობამ ჩერტკოევი ესპანელი ფლამინგოს მეფედ აღიარებული ხუაკინ კორტეზით ჩაანაცვლა.

.


როგორც შოუს დაწყებისას, პროექტის პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე გოჩა ჩერტკოევთან მოლაპარაკება ვერ შედგა. ამის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ჟიური ამერიკიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თვალს ადევნებს. როგორც ჩერტკოევი სოციალურ ქსელში წერს, "ცეკვავენ ვარსკვლავები" "გარდაიცვალა".

.

"ჭკუამკვდარ წლევანდელ ტვ "იმედის" ჯგუფს ვუსამძიმრებ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გარდაცვალების გამო. IDIOTS!", - წერს გოჩა ჩერტკოევი.


image

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის ყველაზე ხმაურიანმა წევრმა გოჩა ჩერტკოევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

შეგახსენებთ, წელს შოუში მის ადგილს ფლამენკოს ვარსკვლავი - ხუაკინ კორტესი იკავებს და როგორც გადაცემის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებს, ახლა პროექტი ძალიან რეიტინგულია და გოჩა მსგავს კომენტარს არ გააკეთებდა.


ნოე სულაბერიძე: - არა მგონია, რომ ეს გოჩას გაეკეთებინა, მას მსგავსი რამ არ ჩვევია. ალბათ, „ფეისბუქი“ გაუტეხეს. ასეთი რეიტინგი, როგორც ახლა აქვს, ამ პროექტს ბევრი წელია არ ჰქონია.

- და არც კითხავ გოჩას, ეს პოსტი მისია თუ "ჩაუდეს"?

- არც წამიკითხავს. ცუდს არაფერს დაწერდა. მერე რა, რომ წელს ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ამის გამო არ მგონია, რომ მსგავსი რამ ეკადრებინა“. - აღნიშნავს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და დაჯერება უჭირს.

1
1663
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1663
  
2019, 18 დეკემბერი, 0:01
ეს ნახევარქათამა როგორ დაბოღმილა ფული ტომრებით, რომ არ შესთავაზეს, ერთხელ ათამაშეს ფილმში, მაშინაც გეის როლში და დახე რა ამბიცია აწუხებს თურმე.
კორტესს უტოლებს თავს.
გობლინი...
0 1 1