კინო ქართული ფილმები "და ჩვენ ვიცეკვეთ" და "შინდისი" ოსკარის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდნენ 2019, 17 დეკემბერი, 13:21 ამერიკის კინოაკადემიამ გამოაქვეყნა საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნომინანტები, რომლებიც "ოსკარის"პრემიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ნომინანტთა შორის ვერ მოხვდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი ფილმი "შინდისი" და შვედეთის მიერ წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ". ოსკარის რიგით 92- დაჯილდოება გაიმართება 2020 წლის 9 თებერვალს ჰილივუდში "დოლბის" თეატრში.მანამდე 13 იანვარს წარდგენილი იქნებიან კონკურსანტები 24 ნომინაციაში. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნომინანტთა სია ასე გამოიყურება: "Atlantics" (მატი დიოპი, სენეგალი) "Honeyland" (თამარა კოტევსკა, ლუბომირ სტეფანოვი, ჩრდილოეთ მაკედონია) "Les Misérables" (ლადჯი ლი, საფრანგეთი) "Pain and Glory " (პედრო ალმოდვარი, ესპანეთი) "Parasite" (Bong Joon Ho, სამხრეთ კორეა) კონკურსანტები: "Beanpole" (კანტემირ ბალაგოვი, რუსეთი) "Corpus Christi" (იან კომასა, პოლონეთი) "The Painted Bird" (Václav Marhoul, ჩეხეთი) "Those Who Remained" (ბარნაბა ტოტი, უნგრეთი) ”Truth and Justice” (ტანელ ტოომი, ესტონეთი) 347 2-ს მოსწონს
|