მსოფლიო თურქეთი აპირებს ინდიელთა გენოციდი აღიაროს ამერიკელების საპასუხოდ 2019, 16 დეკემბერი, 14:32 ანკარა აპირებს ამერიკელების მხრიდან ინდიელთა გენოციდი აღიაროს, ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. "როგორ შეიძლება ჩუმად იყო ამ ამბავზე, როდესაც ამერიკაზე, საუბრობ?ეს არის აშშ-ს ისტორიის ბნელი მხარე"-აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ამ მოვლენის შეფასებაზე " უნდა მიიღონ ისტორიკოსებმა და არა პოლიტიკოსებმა." თურქეთმა ინდიელთა გენოციდის აღიარება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც 13 დეკემბერს აშშ-სენატმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რის მიხედვითაც ქვეყანა აღიარებს სომხების 1915 წლის გენოციდს ოსმანთა იმპერიის მხრიდან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩაუშოღლუმ ამერიკელთა მიღებულ რეზოლუციას "პოლიტიკური სპექტაკლი" უწოდა, რომელსაც არა აქვს იურიდიული ძალა. "ის, ვისაც სურს გამოიყენოს ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ლაჩარი და არ სურთ სიმართლეს შეხედონ თვალებში"-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. სომხების გენოციდის დროს სხვადასხვა მონაცემებით ოსმანთა იმპერიაში გაჟლიტეს 800 ათასიდან 1, 5 მილიონამდე ეთნიკური სომეხი. სომხების გენოციდი აღიარა გერმანიამ, არგენტინამ, კანადამ, იტალიამ, რუსეთმა, ურუგვაიმ, ბელგიამ. ზოგიერთ ქვეყანაში(მაგ.საფრანგეთი და შვეიცარია)გენოციდის უარყოფა ისჯება კანონით. თურქეთი დღემდე უარყოფს გენოციდის ფაქტს, მსოფლიო ქვეყნების ნაწილი არ აღიარებს სომხების გენოციდს, მათ შორისაა საქართველოც. 256 4-ს მოსწონს
|