ასტროლოგია რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ვერ ელევა თხის რქა? 2019, 14 დეკემბერი, 0:37
კურო - მგრძნობიარე მიწის ნიშანი, ისევე როგორც თხის რქა. საკმაოდ თავსებადები არიან. ორივე მათგანი პოლიგამი და მეოჯახეა. დაშორება/განქორწინების შანსი მინიმუმზეა დაყვანილი. და მაინც, თუკი თხის რქამ ურთიერთობის გაწყვეტა განიზრახა, ასეთი ძლიერი კავშირის გარღვევა და მოგონებების დავიწყება რთული იქნება. როგორც წესი, ნამდვილად გამართლებული მიზეზით შორდებიან. თხის რქა თავის გადაწყვეტილებაში ურყევია და უკან არ ბრუნდება. ტყუპები - ჰაერი და მიწა არათავსებადია ხანგრძლივი პერსპექტივით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მორიგ ვექტორულ წყვილთან გვაქვს. თხის რქა და ტყუპები დროს ერთად სასიამოვნოდ და დინამიურად ატარებენ. რომანტიკულზე მეტად ეს მშობელი-შვილის ურთიერთობაა. თუ შორდებიან, ეს თხის რქის მხრიდან ხდება ⎯ საქმიანი და პასუხისმგებლიანი ვეღარ იტანს ბავშვურ გამოხტომებსა და სიმსუბუქეს. ამ კავშირში თხის რქას ''ბატონის'' როლი აქვს, ანუ ჩვეულებრივზე უფრო მომთხოვნია. 73 1-ს მოსწონს
|