ასტროლოგია თევზების ნიშნით დაბადებული ქალების მოდა 2019, 28 მარტი, 3:46 19 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში დედამიწას უიმედო რომანტიკოსები ევლინებიან. მათ თავად სიყვარული, შეყვარების განცდა უყვართ. ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან - მეგობარს თუ რამე სჭირდება, ჩვეულებრივ, თავიანთ საქმეს წყვეტენ და ''გადასარჩენად'' გარბიან. ბუნებით მგრძნობიარე თევზები კონფლიქტს თავს არიდებენ. მათ თანაგრძნობისა და მოწყალების უნარი აქვთ. ხშირად გაიგებთ, თუ რაოდენ კარგი შეყვარებულები და თანამშრომლები არიან თევზები. მათში დიდი დოზითაა სინაზე და იდუმალება. თევზები გრძელვადიანი ურთიერთობისკენ ისწრაფიან. ახლობლებს კარგად იცნობენ, თანაც ინტუიციის წყალობით ხვდებიან მათ მომავალ ნაბიჯს. თევზები შემოქმედებითი ხალხია - ჩვეულებრივ, მათგან მუსიკოსები, მწერლები და მხატვრები დგებიან. ამ ვნებიან არსებას მოსწონს ემოციების გამოხატვა ადამიანთან, ვინც სამყაროს ურჩევნია. ძალიან ხშირად ნახავთ თევზებს პასტელისფერ კაბებში. რომანტიკული ბუნების გამო მათ ზღვისფერი მწვანე, იასამნისფერი, ვარდისფერი და ცისფერი უყვართ. ზოგადად დახვეწილი, ნაზი და ქალური სტილი აქვთ. თევზების მოდაზე საუბრისას რომანტიკა და მშვენიერება წარმოიდგინეთ. ისინი იცვამენ თითქმის სექსუალურად, მაგრამ ზომის ფარგლებში. ქვედაკაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი მათია :) რაღა თქმა უნდა, წყლის ნიშანს ლურჯი შეშვენის - ეს მათი საბაზისო ფერია! თევზ ქალებს ლურჯი ყველაფერი უყვართ: საყურეები, ხელჩანთა, ფეხსაცმელი... მათ გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ეს ტონალობა. თევზებს რომანის გაბმა მოსწონთ. როგორია თევზების სტილი? ყვავილები, გულები, ვარსკვლავები და ბევრი ფერი :) ისინი ატარებენ პრინტიან, მაქმანებიან, მსუბუქ სამოსს. ასაკის მიუხედავად სასიამოვნო თინეიჯერის სტილი აქვთ. თევზები ნებისმიერ სეზონზე ჩაიცვამენ ზღვისფერ მწვანე ან პასტელისფერ კაბას.თევზ მანდილოსნებს ასევე სჩვევიათ შარვლებთან, შორტებსა თუ კაბებთან გამომწვევი მაღალქუსლიანის ტარება. ტანზე მჭიდროდ მორგებულ ან მოკლე მაისურს არ იცვამენ, მაგრამ მამაკაცებს მაინც აღაფრთოვანებთ. თევზებს ურჩევნიათ კაბებით იარონ, ვიდრე შარვალ-კოსტუმით, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი მოდური და ფერადია, უარს არ იტყვიან. როცა თევზებს მეგობრებთან ან მამაკაცთან ერთად კორპორატიულ საღამოზე იწვევენ, სამოსს გულდასმით არჩევს - ოცნებით გატაცებული მეტად ეფექტურად გამოეწყობა. ოთახში თევზების შემოსვლას ყველა შენიშნავს, რადგან ის თავისი ფერადი, საყვარელი და მაცდური კაბით მიდამოს გაანათებს. მისი კაბა იქნება მარტივი და კომფორტული, თანაც გამომწვევი, ხოლო ფეხსაცმელი ან კლატჩი - კრემისფერი. თუ ეს ქალი კაბის ხასიათზე არ არის, მჭიდრო ჯინსებსა და მოკლემკლავიან ზედას ჩაიცვამს, შავი ან წითელი ქუსლებით. ქალურ იმიჯს მაინც არ ღალატობს... რაც შეეხება აქსესუარს, სია მეტად გრძელია. თევზებს ვერცხლი, ოქრო და ბრილიანტი უყვართ. გრძელი საყურეები (უმეტესად ცისფერი) მათი ყოველდღიური სამოსის ნაწილია. ასევე მოსწონთ ბეჭდები და სამაჯური, მაგრამ ორივეს ერთად არ ატარებენ. ურჩევნიათ ნათელი და ძლიერი ფერები - ნარინჯისფერი, ზღვისფერი მწვანე, ლურჯი. თევზების ხელში თუ ქამარი მოხვდა, მას ძვირფას აქსესუარად აქცევენ - პერანგს დაიმშვენებენ ან მისით კაბის ფერს გამოკვეთენ. თევზებს, როგორც ზღვას, ბევრი ფერადი სამკაული ხიბლავს :) 56 2-ს მოსწონს
|