x
კურო მამაკაცი და სასწორი ქალი

ემოციური კავშირი - ძლიერი
კომუნიკაცია - საშუალო
ნდობა - საშუალოზე ნაკლები
საერთო ფასეულობები - საშუალო
ფიზიკური ლტოლვა - ძლიერიimage

სასწორის გვერდით კურო რომანტიკული ხდება. ეს გოგო კი ბედნიერია, როცა აღმერთებენ. ამ ორს შორის ურთიერთობა დათმობებით იწყება. სასწორ გოგოს გარჯა უწევს, რომ ოფიციალურად გახდეს კუროს შეყვარებული, თორემ ეს ბიჭი სხვას დაადგამს თვალს. სასწორი ბევრჯერ აუხსნის კუროს, რისი მიღება სურს, მაგრამ კურო ვერ გაიგებს, რა მოიმოქმედოს. სასწორს აღმოხდება:''რა მოსაწყენია!'' ასტროლოგიური ჭრილით, ეს წყვილი დიდად ვერ ეწყობა; მაგრამ სასწორ გოგოს შეუძლია დათმოს (როგორც სჩვევია). ჯიუტ კუროს ყველაფერი იდეალურად სურს.
როცა სასწორი მოგწონთ, მის ბევრ ნაცნობთან გიწევთ გამოცდის გავლა. თუმცა კურო კმაყოფილია, ეს გოგო ფულს რომ არ ახარჯვინებს. სასწორი გიჟდება ინტერიერის დიზაინზე და თუ კურო ოთახის მოწყობაზე რჩევას ჰკითხავს, დიდად გაახარებს. მისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, ამიტომ კურომ პაემანი ერთსა და იმავე ადგილას არ უნდა დათქვას. სასწორს მოუწევს გაიაზროს, რომ კურო შებოჭილი და მორცხვია; ეს ბიჭი ჭკუაზე არაა, როცა ვინმე ლაყბობს... არც ის მოსწონს, სასწორი მეგობრებს რომ დიდ დროს უთმობს. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები იყვნენ. სასწორსა და კუროს საერთო პლანეტა - ვენერა მართავთ, ამიტომ ორივე ჰარმონიისკენ ისწრაფის, ერთნაირი გემოვნება აქვთ, თუმცა მოვლენებზე - განსხვავებული რეაქცია. უკეთეს წყვილს შექმნიან, თუ მეტ მოთმინებას გამოიჩენენენ და ერთმანეთს პირად სივრცეს არ შეუზღუდავენ. კურო სასწორს დაიცავს, მხარს დაუჭერს და მოესიყვარულება, ეს გოგო კი მას ისე დააფასებს, როგორც არავინ. სასწორს სწორედ სტაბილური პარტნიორი სჭირდებოდა გაწონასწორებისთვის :d კურო ბიჭი შარმიან და ქალურ არსებას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. ორივე ოპტიმისტი და ერთგულია. ♉️ ნათქვამ სიტყვას არასდროს გადადის, ♎️ კი მხოლოდ გარედანაა ცვალებადი.

0
470
1-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0