სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.
თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.
ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა "რა იქნება, თუ..." და აქ შეიძლება მრავალი სიტყვა ჩასვათ. ჰოდა, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მრავალი ფოტო, რომლებიც გადაღებულია უჩვეულო სიტუაციების დროს და თქვენს მიერ დასმულ, სწორედ ამ კითხვაზე "რა მოხდება, თუ..." პასუხებს გასცემს.
უჩვეულო ფოტოები ციკლიდან "რა მოხდება, თუ..."
1. აი რა მოხდება, თუ პეპსი-კოლაში ჩაყოფილი ხელით დაიძინებთ.
2. წიგნის ჭიის მიერ შეჭმული ფურცლები.
3. ხეს ზრდიდნენ პლასტმასის კონტეინერში, თუმცა, როდესაც გადარგეს, ის დაიღუპა.
4. აი შედეგი, თუ ხახვი რამდენიმე თვით ავტომობილის საბარგულში დაგრჩებათ.
5. თუ აბრას ძალიან ახლოს ჩამოკიდებთ ხესთან, რამდენიმე წელში ასეთ შEდეგს მიიღებთ.
6. კატა გაზონზე, ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას გადიოდა გარკვეული დროის მანძილზე. აი შედეგიც.
7. მრავალი წლის შედეგი. სწორედ ამ ძელზე ილესავდა კატა ფრჩხილებს.
8. ითვლება, რომ ტალინის ერთ-ერთ ქუჩაზე, ეს ხალიჩა 1937 წლიდან აგია ძირს.
9. თუ ქიშმიშს მთელი ღამით გააჩერებთ წყალში, მიიღებთ ყურძნის მარცვალს.
10. როცა მაცივარში დიდი ხნის მანძილზე არ შეიხედავთ.
11. სისხლის წვეთები ქვიშაზე.
12. უკომენტაროდ.
13. მოტოციკლის ჩაფხუტი მას შემდეგ გამოიყურება ასე, რაც მისი პატრონი მართვისას გადავარდა.
14. იო-იოს პროფესიონალ მოთამაშეს აშკარად ეტყობა საჩვენებელ თითზე სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
15. თუ კალამი მზეზე დაგრჩებათ...
16. ასე გამოიყურება პიცა, რომელსაც 8 საათი აცხობდნენ.
იხილეთ აგრეთვე: