საბუნებისმეტყველო ბუნების გეომეტრია: საოცრად სიმეტრიული და ჰარმონიული ფორმის მცენარეები 2019, 13 დეკემბერი, 12:17 ვინ თქვა, რომ მათემატიკა საინტერესო არ არის? - ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ზუსტი მეცნიერებები ზედმეტად იდეალურია ამ ქაოსური სამყაროსთვის, თუმცა ეს ასე სულაც არაა. როდესაც ჩვენს ირგვლივ რამე იდეალურს, სიმეტრიულს და გაწონასწორებულს ვხედავთ, რატომღაც გვგონია, რომ ეს სილამაზე ადამიანის ხელითაა შექმნილი, რადგან გვიჭირს წარმოდგენა იმისა, რომ ასეთი მშვენიერება თავისთავად, ბუნებრივად წარმოიქმნა, თუმცა გვავიწყდება, რომ ბუნება ყველაზე საუკეთესო მხატვარი და გამოუსწორებელი პერფექციონისტია.
ჯერ კიდევ გალილეო გალილეი წერდა, რომ სამყარო ''დაწერილია'' მათემატიკის ენაზე. იმისათვის, რომ შევიგრძნოთ და გავიგოთ ჰარმონიის ძალა, საჭიროა უბრალოდ დავაკვირდეთ ბუნებას, რადგან ისაა მთავარი შემოქმედი და მათემატიკოსი. ამის ნათელი მაგალითია ქვემოთ მოცემულ ფოტოკოლაჟში წარმოდგენილი მცენარეები, რომელთა საოცრად სიმეტრიული ფორმა თვალს ახარებს. მზესუმზირა ჰოია ამაზონის დოქურა ალოე პოლიფილია ბროკოლი რომანესკო კრასულა ''ბუდას ტაძარი" გეორგინა ყვავილი კალეიდოსკოპი ლუზიტანიური ცვარფოთოლა მელნისფერი კომბოსტო ტვინისმაგვარი კაქტუსი სპირალისმაგვარი სუკულენტი კამელია ჭაობის ლუდვიგია ია საკულა ქამელეონის კუდი სუკულენტები ფოთლების "კიბე" მოლუსკების სპირალური გეომეტრია თესლისა და ნაყოფის ფიგურული გეომეტრია 460 8-ს მოსწონს
|