სხვა ამერიკულმა კომპანიამ თანამშრომლები საშობაოდ 10 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა 2019, 12 დეკემბერი, 15:04
ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია St. John Properties-მა საშობაოდ თანამშრომლებს ბონუსის სახით 10 მილიონი დოლარი დაურიგა. თანხა 198 თანამშრომელზე გადანაწილდა, რომელმაც თითოეულზე საშუალოდ 50 000 დოლარი შეადგინა.
კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს საგანგებო წვეულება მოუწყო, რა დროსაც კონვერტები გადასცა, რომელშიც იყო ანგარიშის ნომრები დარიცხული პრემიებით. "როდესაც კონვერტი გავხსენი, თვალებს არ ვუჯერებდი- თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, -სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის ასაღწერად, თუ რას ვგრძნობდი. დაუჯერებელია. შოკში ვარ. ესაა უბედნიერესი მოვლენა ”. კომპანიის დამფუძნებლის, ედვარდ სანტ ჯონის თქმით, თითოეულმა თანამშრომელმა პრემიის შესაბამისი ოდენობა დაკავებული თანამდებობის მიხედვით მიიღო, თუმცა საშუალოდ პრემია 50 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი პრემია 270 ათას დოლარია, ხოლო ყველაზე მცირე, - 100 დოლარი, იმ თანამშრომელს გადაეცემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოეწყო კომპანიაში და ჯერ მუშაობაც არ დაუწყია. გარდა ამისა, ბონუსთან და ხელფასთან ერთად, ტრადიციულად თანამშრომლებმი მიიღებენ ყოველწლიური პრემიას მთლიანი ხელფასის ოდენობით, რომელსაც მათ ჩვეულებრივ წლის ბოლოს აძლევენ. 33 3-ს მოსწონს
|