ქვემო ქართლი წალკაში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება 2019, 12 დეკემბერი, 13:25 უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე აიგება. პროექტს ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს. მშენებლობის ძირითადი ობიექტი იქნება კანიონის შუშის ხიდი, რომელიც 160 მ სიმაღლეზე და 500 მ სიგრძეზე იქნება გადაჭიმული, აქედან 250 მეტრი ცენტრალური სადამკვირვებლო პლატფორმას დაეთმობა, რომელსაც ბრილიანტის ფორმა ექნება. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 45 მილიონი დოლარია.თავად ხიდი 15 მილიონო დოლარი დაჯდება. კონკურსის პირობების თანახმად, ხიდი 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. პროექტი შეიმუშავეს ებრაელმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა. Kass Group ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტომერ მორ-იოსფმა განმარტა: ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსტრუქციისს მოთავსება გარემომცველ ლანდშაფტში, რომ არ დაირღვეს მისი ულამაზესი ხედი. ხიდზე ასევე დამონტაჟდება აღჭურვილობა, რომელიც დაიცავს ფრინველებისგან”.
მორ-იოსფმა ისიც აღნიშნა, რომ ობიექი აშენდება ყველაზე მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, ვარაუდობენ
უსაფრთხოების კამერების დამონტაჟება ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ნაკრძალს გააკონტროლებენ ინსპექტორები შეუსვენებლივ მთელი კვირის განმავლობაში. კანიონი დაშბაში მდებარეობს თბილისიდან 90 კილომეტრში. ყოველწლიურად კანიონს დაახლოებით 180, 000 უცხოელი ვიზიტორი და ადგილობრივი სტუმრობს . ეს არის ულამაზესი ნაკრძალი, რომელსაც აქვს ჩანჩქერი და ხელშეიხებელი ველური ბუნება.
644 3-ს მოსწონს |
SEV.GE შემოგვიერთდით მეგობრებო. SEV.GE
SEV.GE ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. SEV.GE