გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იყო დაიწყებული რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კახეთი სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალის წამებით სიკვდილისთვის სამი ყაჩაღი დააკავეს 2019, 11 დეკემბერი, 21:09 დედოფლისწყაროს რაიონული პოლიციის სამმართველოში განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის საქმე გაიხსნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დაკავებულია სამი პირი. ადგილობრივი, მკვლელობისთვის ნასამართლევი ტარიელ ლამაზოშვილი, ახმეტის მკვიდრი დავით ჯავახიშვილი და რუსთაველი თორნიკე მანჯავიძე, ეს ორი უკანასკნელი ასევე, მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 6 ნოემბრის ღამეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, საკუთარ სახლში, "ბნელაანთუბანში" 61 წლის ქალი წამებით მოკლეს. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა, მისი ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ რაც ქალი ტელეფონზე აღარ პასუხობდა, მას ბინაში მიაკითხეს. "ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები არეული, ალბათ, რამეს ეძებდნენ... მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა" — ამბობდა მერიის წარმომადგენელი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იყო დაიწყებული რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 185 შეფასება არ არის
|