x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რა აერთიანებს ამ ორ ადამიანს? ისინი საზოგადოების გადატრიალების მომხრენი არიან

image

ფოტოზე მარცხვნივ პოლონური წარმოშობის ამერიკელი თეოდორ კაჩინსკია აღბეჭდილი, რომელიც ასევე «უნაბომბერის» ფსევდონიმითაა ცნობილი. ვუნდერკინდი ტექნიკურ მეცნიერებათა სფეროში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (სადაც 16 წლის ასაკში ჩაირიცხა), შემდგომ მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ლექტორი; ასევე XX საუკუნის აშშ-ს ყველაზე ძებნილი ტერორისტი, რომლის ადგილსამყოფელის შეტყობინებისთვისაც FBI-მ რეკორდული თანხა გადაიხადა.
ფოტოზე მარჯვნივ ასპერგერის სინდრომის მქონე შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თუნბერგია, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ყოველ პარასკევს ბანერით ხელში მთელი დღე იჯდა შვედეთის პარლამენტის წინ.
რა აერთიანებს ამ ორ ადამიანს? ისინი თანამედროვეობის კრიტიკოსები და დამკვიდრებული ინდუსტრიალური საზოგადოების გადატრიალების მომხრენი არიან. ამით მათი მსგავსებები იწურება.
თუნბერგი მსოფლიომ გასულ წელს გაიცნო. მას იწვევენ სხვადასხვა ფორუმებზე, ის ევროპარლამენტისა და გაეროს წინაშეც გამოდის, მას მსოფლიო პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები ხვდებიან, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებას მის სიტყვებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებენ. ასევე, წელს გრეტა ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა მხოლოდ ალტერნატიულ ნობელიის პრემიაში დააჯილდოვეს ახლახანს.
გრეტასგან განსხვავებით, რომლის მშობლები შვედეთში საკმაოდ პოპულარულნი არიან ( დედა-საოპერო მომღერალი, მამა-მსახიობი), კაჩინსკის არ ჰყავდა ცნობილი მშობლები, ამიტომ ყველაფერს თავისი შრომითა და მონდომებით მიაღწია. როდესაც კაჩინსკი იცავდა სადოქტორო დისერტაციას, ერთ-ერთმა პროფესორმა მას უწოდა «ადამიანი, რომელსაც მათემატიკური ჭეშმარიტების აღმოჩენის ნიჭი აქვს». თუმცა თეოდორმა მალევე მიატოვა პედაგოგიური საქმიანობა და შტატ მონტანაში, განმარტოვებით თავისავე აშენებულ ხის ქოხში გადაცხოვრდა. რამოდენიმე წელიწადი ის ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა და საკვებს ნადირობით მოიპოვებდა, სანამ ერთხელაც 1983 წლის ზაფხულში არ აღმოაჩინა, რომ მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი ხევში, ჩანჩქერთან გზის მშენებლობის დაწყების გამო მშენებლებს გაენადგურებინათ. ამის გამო კაჩინსკიმ შეწყვიტა განმარტოვებით ცხოვრება და დაიწყო ფოსტით კუსტარული ბომბების გადაგზავნა იმ პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ გლობალურ ინდუსტრიალიზაციასა და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის კონტროლთან. FBI-მ მას მეტსახელად «Unabomb» (University and airline bomber) შეარქვა და მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ ერთი მილიონი დოლარი დააწესა. საბოლოოდ კაჩინსკი თავისმა ძმამ დაასმინა, რომელმაც პრესაში გამოქვეყნებული უნაბომბერის მანიფესტის წერის სპეციფიკა იცნო. შეიძლება ითქვას, რომ არა ეს ღალატი, უნაბომბერის დაჭერას ვერასდროს მოახერხებდნენ. სხვათაშორის ADX Florence-ის ციხეში ყოფნისას, მან გაიცნო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტიმოთი მაქვეისთან, რომლის შესახებაც საკუთარ დღიურში შემდეგი რამ უწერია: «როგორც ადამიანი მე მომწონს მაქვეი, და მე ვფიქრობ ის ბევრს მოეწონებოდა».
უკვე იმ დროს, 90-იანებში, უნაბომბერის იდეებმა საზოგადოებისგან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა: «დიახ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მოახლოვებული ეკოლოგიური კატასტროფა» ისმოდა მათგან. ამაზე უნაბომბერმა თქვა, რომ მასები არაფერზე ზემოქმედებენ და მისთვის სულ ერთია, რადგან მხოლოდ ერთ მუჭა ენთუზიასტებს რევოლუციონერთა რიგიდან შეუძლიათ მოცემულ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა. პარლამენტის წინ ბანერებით ხელში მიტინგებისა და გაფიცვების მოწყობის ნაცვლად, უნაბომბერმა იმ ხალხს მოუწოდა, ვისთვისაც სულ ერთი არ იყო ქალაქებიდან ველურ გარემოში გადასვლა.
აშკარაა, რომ 20 წლის შემდეგაც, არაფერი შეცვლილა და ყველაფერი უარესობისკენ მიდის. თუმცა არა, რაღაც მაინც შეიცვალა. ვეგეტარიანელებისა და ვეგანების მოძრაობა უფრო მასიური გახდა, ფაქტიურად, ტრენდული, და ახლა ყოველი მეორე სულელი საკუთარი სოც. ქსელებისა და საჯარო გამოსვლების მეშვეობით მისნაირ სულელებს ეკო-აქტივიზმისკენ მოუწოდებს. ამ იდეების მომხრეთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სიტუაცია უცვლელი რჩება.
გრეტა თუნბერგი - დღევანდელობის ტრენდული პერსონაჟია. დღეს პოლიტიკაში მოღვაწე ნებისმიერი პოპულისტი იტყვის, რომ გრეტა მართალია და სწორ საქმეს აკეთებს. მაგრამ სურთ კი იმ ადამიანებს, რომლებიც გრეტას საკუთარ ფორუმებზე გამოსვლის ნებას რთავენ, ნამდვილი, შედეგისმომტანი ცვლილებები? - როგორც ჩანს, ეს კითხვა რიტორიკულია. სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც მკაფიოდაა მიმართული მის წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრისკენ, თანაც მაქსიმალურად ეფექტურად, ინსპექციის ფუნქციებს მიანიჭებს ადამიანს, რომელიც ბევრად კომპეტენტური იქნება, ვიდრე 16 წლის აუტისტი გოგონა.
მაგრამ, ასე გასაგები მიზეზების გამო არ ხდება და არც მოხდება. მოუსყიდავი და არატრენდული ხალხის (როგორიცაა უნაბომბერი) ნაცვლად, ადამიანი, რომელმაც საზოგადოებაზე ზეგავლენა უნდა მოახდინოს, ხდება ავადმყოფი სუბიექტი, რომელიც ევროპელთა შორის საყოველთაო ვეგანობის პროპაგანდას ეწევა. მმართველი ძალებისთვის გრეტა სულაც არაა უსარგებლო პერსონაჟი, პირიქით ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარის თქმა და საკუთარი რაციონის სოიოს სუროგატით ჩანაცვლება - ეს სამყაროს «ცხვირკაუჭა» მეპატრონეთა მორიგი გენიალური და წინასწარ გათვლილი გეგმაა. ორი ფაქტორი: მასის ნაწილად თავის აღქმა და იდეა, რომელიც სისასტიკეს გაკიცხავს, ნებისმიერ ფარას აქამდე არსებულთა შორის ყველაზე იოლად მართვადად აქცევს. ვეგეტარიანელობამ, როგორც საშუალებამ ალკოჰოლს უკვე აჯობა: პლებეთა თრობის წახალისების სპარტანულმა მეთოდებმა და ინგლისელთა მიერ დამორჩილებულ აბორიგენთა ოპიუმით წამვლამ თავისი ეფექტურობა ვეგეტარიანელობის ლიბერალურ პროპაგანდას დაუთმო. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეს დავამატოთ ისიც, რომ პორნოგრაფიის ფართო გავრცელება, მატრიარქალური პარადიგმა და თანამედროვე ადამიანის კასტრირებულ ცხოველად გადაქცევის პროცესი დასრულებულია.
იმაში, რომ გრეტა თუნბერგი პროექტია, რომელიც გლობალისტებმა და მემარცხენეებმა შექმნეს და გააპიარეს, არავის ეპარება ეჭვი. ორი წლის განმავლობაში მის სახელს ჯერ შვედი მემარცხენე ლიბერალები იყენებდნენ, თავისი «მწვანე საიტების» გასაპიარებლად, ხოლო შემდეგ უფრო სერიოზულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს, ისეთებმა როგორებიცაა რომის კლუბი და სოროსის ფონდი.
დავუშვათ, რომ ყველაფერი რასაც თუნბერგი გვთავაზობს მიიღებს მასიურ ხასიათს, რაც მასიურ ჭკუიდან გადასვლას უტოლდება: ხორცზე, პლასტიკზე და, საჰაერო მიმოფრენებზე უარის თქმა… და კიდევ რაებს როშავს ის თავის ინტერვიუებში? - გადაარჩენს კი ეს გარემოს? - რა თქმა უნდა, არა. გლობალიზაცია, რომლის მომხრეცაა თუნბერგი თავის კურატორებთან ერთად და დედამიწის ჭარბმოსახლიანობის ტენდენცია არსად გაქრება. ჭარბმოსახლიანობა იწვევს დარჩენილი Lebensraum-ის (სასიცოცხლო სივრცე) დაუფლებას - მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის კი ეს სივრცე უპირატესად ევროპის კონტინენტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
თუნბერგი - ეს უკვე იმ ისტერიის სინონიმია, რომლამდეც დასავლური სამყარო დავიდა. ეს ისტერია მდგომარეობს სრულიად უვარგის, სუროგატულ და ყალბ სასიცოცხლო არსებობაში: ქალად გადაცმულ კაცთა აღლუმებში მონაწილეობის მიღებაში, ცხოვრების მიზნად გადაქცეულ დიეტაში, პოლიტიკაში, რომლის ხმაც მოზარდი გოგონა ხდება, აქტივიზმში, რომელშიც მხოლოდ «სასარგებლო იდიოტად» ყოფნის უფლება გენიჭება.
თავის მანიფესტში კაჩინსკიმ უკვე ახსნა ადამიანის ფსიქოლოგია, რომელიც მატერიალიზმზე ვერ იტყვის უარს, ეფემერული სარგებლის სანაცვლოდ. თუმცა ფასეულობები დროის სვლასთან ერთად იცვლება, ხვალ დაიხურება ოვერტონის ფანჯარა, გრეტა თუნბერგის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება და ახალ ფასეულობებად ვეგანი-ველოსიპედისტების პაციფისტური იდეები ჩამოყალიბდება“ რომლებიც ნებისმიერ ადამიანური ცხოველქმედების «სასტიკ გამოვლინებას» ზიზღით გაკიცხავენ. ასეთი იქნება უკანასკნელი ადამიანი, რომლის შემდეგაც, როგორც ჩანს, საბოლოო კოლაფსი დადგება.
image

0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0