კინო ფილმ "მანდარინების" რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა 2019, 7 დეკემბერი, 22:05 ![]() ზაზა ურუშაძემ(დაბ.1966 წ)1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტი, 1988-1999წწ.იყო კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.ხოლო 2013 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); იყო შემდეგი ფილმების სცენარის ავტორი: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981) განსაკუთრებით დიდი წარმატება მის კარიერაში წილად ხვდა ფილმებს: "აქ თენდება"-რომელიც ანაპის, ალმა-ატის და ერევნის კონოფესატივალების ლაურეატი გახდა, ასევე გრან-პრი გადაეცა მთავარი როლის შემსრულებელს ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის -აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალზე, ასევე ფილმი 1999 წელს ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარის " კანდიდატი იყო და "მანდირინები", რომელიც ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე", როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდო "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. 62 2-ს მოსწონს
|