კულტურა დასახელდა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები 2019, 7 დეკემბერი, 11:41 ![]() Forbes-ის რეიტინგის მიხედვით 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა ტეილორ სვიფტი, პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანმა საკონცერტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვებიდან აღებულმა თანხამ, მომღერალს 185 მილიონი დოლარი შემოსავალი მოუტანა. მეორე პოზიცია დაიკავა კანიე უესტმა, რომლის წლიური შემოსავალი 150 მილიონი დოლარი იყო, მუსიკის გარდა უესტს წაეხმარა Adidas-თან დადებული კონტრაქტი, რა დროსაც მათთან კოლაბორაციით გამოუშვა სპორტული ფეხსაცმელი Yeezy. საპრიზო სამეულს ასრულებს ბრიტანელი პოპ-ფოლკ მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი ედ შირანი-110 მილიონი დოლარი, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან -პოპ-როკის პატრიარქები, ამერიკული ჯგუფი The Eagles-100 მილიონი დოლარი და ელტონ ჯონი- 84 მილიონი დოლარი. პირველ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე:Jay-Z (81 მლნ$), ბიონსე(81მლნ.$), დრეიკი(75მლნ.$), შონ ჯონ კომბსი(Diddy)(70მლნ.$) და მეტალიკა(68, 5 მლნ.$) 25 ნოემბერს ტეილორ სვიფტი დასახელდა ათწლეულის საუკეთესო შემსრულებლად, მომღერალმა ერთბაშად 6 ნომინაციაზე გაიმარჯვა American Music Awards-ზე პრიზების საერთო რაოდენობით გადაასწრო თვით მაიკლ ჯექსონს, კარიერის მანძილზე სვიფტმმა აიღო 29 პრიზი(ჯექსონმა 24). American Music Awards-ზე ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:"საუკეთესო შემსრულებელი", "საუკეთესო კლიპი"( You Need to Calm Down), "საუკეთესო პოპ-შემსრულებელი", "საუკეთესო ალბომი", "საუკეთესო ზრდასრული არტისტი" და "ათწლეულის საუკეთესო არტისტი"
ასევე იხილეთ![]() 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალთა ჯგუფი The Pussycat Dolls-ი 10 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა USA TODAY. ჯგუფმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იუწყებიან, რომ ჯგუფი არა მხოლოდ შაბათის შოუს "X Factor: Celebrity"-ში გამოსვლას აპირებს, არამედ სრულმასშატაბიან ტურნეს გეგმავს, რომე... პოპულარული სამხრეთკორეელი მომღერალი და მსახიობი გუ ჰარა სეულში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.იგი 28 წლის იყო. გუ ჰარამ განსაკუთრებით დიდ პოპულარობა კეი-პოპის ჟანრში მოიპოვა, როდესაც 2008 წლიდან ჯგუფ Kara-ს შემადგენლობაში გამოდიოდა.ამის გარდა ჰუ ჰარამ ჩაწერა სოლო ალბომი და თამაშობდა ფილმებში, მისი დებიუტი შედგა ტე... ამერიკულმა Peopes Choise Avards-მა დაასახელა წლის საუკეთესო ფილმები, რომელიც მაყურებელთა ხმის მიცემის მიხედვით ვლინდება, იუწყება Entertainment Tonight. წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა "შურიმაძიებლები:დასასრული", ამავე ფილმმა გაიმარჯვა კიდევ ერთ ნომინაციაში-წლის საუკეთესო ბოევიკი, ხოლო ფილმში მოთამაშე "რკინის კაცმა" რობერტ დაუნი უმცროსმა 2019 წლის საუკეთესო მს... 263 4-ს მოსწონს
|