განათლება რომელია გრამატიკულად სწორი ფორმა ''გამარჯობათ'' თუ ''გამარჯობა'' ? 2019, 5 დეკემბერი, 20:52 რომელია გრამატიკულად სწორი ფორმა ''გამარჯობათ'' თუ ''გამარჯობა''?პირველ რიგში, გეტყვით, რომ დღეს ენათმეცნიერებამ ორივე ფორმა მართებულად მიიჩნია! თუმცა გრამატიკული წესების მიხედვით, ''გამარჯობათ'' ფორმა, მცდარია. ''გამარჯობა'' არ არის ზმნა(იგი არსებით სახელ ''გამარჯვებიდან'' მომდინარეობს) და მისთვის ზმნური დაბოლოება ''თ"-ს დართვა არასწორია. თუმცა ენა ცვალებადია და მის დახვეწასა და განვითარებას წინ ვერ აღვუდგებით(პროგრესის უგულებელყოფა და თანამედროვეობას ჩამორჩენა ენას გააუფასურებს). ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ნებადართულია „გამარჯობათ“ ფორმაც, როგორც ერთ-ერთი გამონაკლისი! ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებას ''ენის მოდელირების ასოციაციაც'' აკეთებს და აღნიშნავს, რომ ''ბოლო დროს ამ ფორმას მაინც გაუხსნეს გზა და თავაზიანი მიმართვის დროს მის გამოყენებას არ კრძალავენ" ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ქართულ სალიტერატურო ენას და ყველა გზით დაიცვათ იგი ყოველგვარი ''დაბინძურებისგან" 2419 1-ს მოსწონს
|