x
image
ნარილა
ნარკოტიკები და საზოგადოების დამოკიდებულება მისდამი
ნარკოტიკი აერთიანებს უამრავი სახის ბუნებრივ, თუ ქიმიური სახის ნივთიერებას, რომლებიც გადამუშავების შედეგად მიიღება თვითონ ადამიანის მიერ; დაწყებული, ერთი შეხედვით უვნებელ ჩაისა და ყავაში არსებული კოფეინითა და დამთავრებული, ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. მართალია, ეს უკანასკნელი არალეგალურად ითვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ, საუბედუროდ, ასეთი ტიპის ტოქსიკური საშუალებების მოხმარება ჯერ კიდევ ხდება...


ნარკოტიკების მიმართ თვითონ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია. არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დაშვებულია და მათ კულტურაში მისი მოხმარება ტრადიციადაც კი არის ქცეული. მაგალითად რომ ავიღოთ მარიხუანა, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში ის აკრძალულია კანონით, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში კი თავისუფლად გამოიყენება და რა თქმა უნდა, ინდოეთში მისი ჩილიმით მოწევა დიდიხნის ტრადიცაა. საინტერესოა კიდევ ის ფაქტიც, რომ ესკიმოსებში რამდენიმე სახის ნარკოტიკია გავრცელებული, ერთ-ერთია კანდიკი (მცენარე ხარობს არქტიკულ ზონაში), რომელსაც ინტენსიურად ეწევიან.


ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულთანაც კი ასოცირდება. თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სახის კრიმინალური შემთხვევები ხორციელდება, სწორედ, ნარკოტიკების მოპოვების მიზნით. ეს განსაკუთრებით იმ ნარკოტიკებს ეხებათ, რომლებიც ძვირია და ძნელად იშოვება.


image



შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს ნორკოტიკული საშუალებების მიღებით იწამლავს. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ნარკოტიკული საშუალებანი. მასტიმულირებელი ჩაი, ყავა და თუნდაც ჭიქა ღვინო არათუ მავნებელი, სასარგებლოც კი შეიძლება იყოს ადამიანისთვის. მაგრამ სხვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც არალეგალურად ითვლება მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი, კოკაინი და სხვ.


არის შემთხვევები, როცა სპორტსმენენი და ათლეტები იღებენ ამფეტამინებსა თუ მასტიმულირებელ საშუალებებს. მაგრამ მათი მოხმარება აკრძალულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების მიერ.


მართალია, კოფეინი და მისი შემცველი ნივთიერებანი, ასე ვთქვათ, მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ დადგენილია ისიც, რომ მისი მოხმარება ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას მკვეთრად აფერხებს. ნიკოტინის მსგავსად, კოფეინიც ალკალოიდური ქიმიური ნივთიერებაა. ის აღმოჩენილია არა მარტო ჩაის ფოთლებსა და ყავის მცენარის ნაყოფში, არამედ კაკაოსა და ზოგიერთ უალკოჰოლო სასმელშიც.


ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა ყველაზე საგანგაშო მაინც ბავშვებსა და მოზარდებშია. მათი ორგანიზმი ყველაზე უფრო მწვავედ რეაგირებს ნარკოტიკზე. ამიტომაა, რომ იმ არასრულწლოვნებს შორის სიკვდილიანობა, რომლებიც არიან ნარკოტიკზე დამოკიდებულნი, მაღალია. ასეთი ბავშვები კი ძირითადად, უპატრონო, "ქუჩის ბავშვებად" ივლებიან.


imageimage










ისინი სიგარეტის მომხმარებელნი ხდებიან, ფაქტიურად ამით იწყებენ, სახსრების სიმცირის გამო კი ყიდულობენ იაფასიან მედიკამენდებს, ისეთს, როგორიცაა დიმედროლი, ასევე სუნთქავენ წებოს, რომელიც მათში იწვევს კაიფის შეგრძნებასა და ჰალუცინაციებს.


რაც შეეხება, მსოფლიოში გავრცელებულ, ტრადიციულ, ნარკოტიკულ საშუალებებს, ისინი რამდენიმე მსხვილ ჯგუფად იყოდა:


ალკოჰოლი და თამბაქო

imageალკოჰოლი ყველაზე უფრო გავრცელებული სოციალური ნარკოტიკია. ადამიანთა უმრავლესობას მისი ზომიერად მიღების გაკონტროლება შეუძლიათ.

თუმცა უკიდურეს შემთხვევაში, იგი მას ეჩვევა და მის გარეშე ვეღარ სძლებს (თუ არადა ეწყება ე.წ. "თეთრი ცხელება")


image






რაც შეეხება თამბაქოს, ის ასევე საკმაოდ გავრცელებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის. მართალია, ის არ იწვევს ადამიანის უცაბედ დაღუპვას, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლებ სხვადასხვა სახის დაავადებები წარმოშვას და საგრძნობლად დააჩქაროს ბუნებრივი სიკვდილი.


კოფეინი

კოფეინის ეფექტი თავის ტვინის სტიმულირებაში გამოიხატება. მისი მიღების შემდეგ ადამიანი თითქოს ვეღარ გრძნობს დაღლილობასა და შიმშილს. კოფეინიც, სხვა ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად, იწვევს დამოკიდებულებას. მაგალითად, თუ ჩაისა და ყავის დიდი ოდენობით მომხმარებელი შეწყვეტს მათ მიღებას, ის ხდება გაღიზიანებული და დეპრესიული.


ბარბიტურატები

ეს ის ნარკოტიკული საშუალებებია, რომლებიც ლაბორატორიებში მზადდება და ექიმის მიერ ენიშნებათ პრეპარატების სახით პაციენტებს. მის მომხმარებლებს ძირითადად აწუხებთ უძილობა ან აღგზნებულობა და საჭიროებენ "საძილე აბებსა" თუ "ანტიდეპრესანტებს".


ამფეტამინები

imageამფეტამინები წარმოადგენენ, ასევე, ლაბორატორიებში დამზადებულ პრეპარატებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა ცნობილი. ეს ის საშუალებებია, რომლებიც აღგძნებადობას იწვევენ და მომხმარებელს ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ. ის, რომ ადამიანი გრძნობს მოზღვავებულ ენერგიას, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების დაჩქარების შედეგია.

ის "საწვავი", რომლითაც იკვებება ადამიანის ორგანიზმი, დაჩქარებული ქიმიური პროცესების გამო, მალე იწვება და ამიტომაა, რომ ნარკოტიკული საშუალებებისგან მიღებული ეფექტი სწრაფად ქრება. ნარკოტიკები ჯერ მკვეთრად აღაგზნებენ ადამიანის ცენტრალურ ნერვურ სისტემას, მაგრამ შემდეგ თრგუნავენ; ამაღლებულ განწყობას ცვლის დეპრესია და დაღლილობა. ამიტომაა, რომ სტიმულანტების მომხმარებელი კვლავ ითხოვს ახალ დოზას, რათა ნარკოტიკით მოგვრილი მოკლევადიანი ეფექტი გაახანგრძლივოს. ეს კი იწვევს ნარკოტიკზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.


ჰალუცინოგენები

ამგვარი ნარკოტიკი სხვადასხვა გჯუფს აერთიანებს; ზოგი ბუნებრივი საშუალებებიდანაა მიღებული, მაგალითად, "ჯადოსნური სოკოები" და კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი. ზოგი ჰალუცინოგენი კი ლაბორატორიაშია მიღებული, მაგალითისთვის, LSD, რომელიც მჟავის სახელითაა ცნობილი. ის ძალზე "პოპულარული" იყო ჰიპებს შორის.

ამ სახის ნარკოტიკი ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და აღქმაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ადამიანებს ეწყებათ ჰალუცინაციები.

ჰალუცინოგენების უმრავლესობა არ იწვევს მიჩვევას, თუმცა მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, ადამიანს უჩნდება მისდამი ლტოლვა. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც დიდ რისკფაქტორს შეიცავს ამგვარი ნარკოტიკის მოხმარება, რადგან მისი ზემოქმედების ქვეშ ადამიანები ხშირად იღუპებიან.


ოპიატები

მას მიეკუთვნება ოპიუმი, მორფი და ჰეროინი, რომლებიც ბუნებრივი მცენარის ყაყაჩოსაგან მიიღება. მათი მოხმარება იწვევს გუნება-განწყობილების ამაღლებას, თრობას, გაბრუებასა და ძილს. მედიცინაში ეს პრეპარატები ტკივილგამაყუჩებლებად გამოიყენება. ადამიანი ადვილად ეჩვევა მას და ხდება მასზე დამოკიდებული. ოპიატები ძალზე საშიში ნარკოტიკული საშუალებებია და ადამიანის მიერ მისი დიდი დოზით მიღება გარდაუვალ სიკვდილს იწვევს.


image>ჰეროინის ხანგრძლივად მოხმარება ფატალურ შედეგებს იწვევს და ეს გარეგნულადაც აისახება ადამიანის ორგანიზმზეც. ეს ნარკოტიკი ინექციის სახით შეჰყავთ ვენაში. ნანემსარების ადგილას კი სახასიათო ნიშნები რჩება. კლინიკური სიმპტომებიდან დამახასიათებელია კანის სიყვითლე; ადამიანს, ფაქტიურად, მთელი ორგანიზმი ეწმალება.

არის კიდევ ერთი პრობლემა: არასტელირული ნემსის (რადგან ერთი და იმავე ნემსის მრავალჯერადი გამოყენებაც ხდება მომხმარებელთა შორის) მოხმარების შედეგად შეიძლება ადამიანი ჰეპატიტით ან შიდსით დაავადდეს.


კოკაინი

მზა კოკაინი წარმოადგენს თეთრ ფხვნილს, რომელსაც ამზადებენ კოკაინის ხის ფოთლებისაგან. მომხმარებელში იწვევს ხალისსა და ენთუზიაზმს. მისი ხანგრძლივი დროით მომხმარებლებს უვითარდებათ ჰალუცინაციები, შიში და პარანოია.

კოკაინს იღებენ არა მარტო ბუნებრივი საშუალებისგან, არამედ არსებობს ასევე მისი ქიმიურად მიღებული შემცვლელიც.


ნარკოტიკული საშუალებებისაგან თავის დაღწევის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ უპირველესი გარანტი იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ ამ მხრივ, არის ნებისყოფა, მოტივაცია და დიდი სურვილი. საუკეთესო შემთხვევაა, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს გასინჯული ნარკოტიკი. მაგრამ რამდენ ჩვენთაგანს გვიფიქრია გაგვესინჯა ჩილიმი? ზოგს სიგარის მოწევაზეც კი უოცნებია. ასე რომ, აკრძალული რაცაა, მის მიმართ უფრო მეტი მიზიდულობა არსებობს... თუნდაც ის ასე საშიში იყოს!

22
5082
5-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
5082
  
2013, 8 აგვისტო, 22:33
:) მართალია
2013, 7 აგვისტო, 20:35
მე სულ აქ ვარ შენ დაიკარგე ამ ბოლო დროს
2013, 7 აგვისტო, 20:09
hey buddy, აქ ხარ? ))
2013, 7 აგვისტო, 19:56
გაიხარეთ!!!! :D :D :D
2013, 7 აგვისტო, 12:06
ხო ვიცი ჩილიმში პლანი კი არა სიგარეტის თუთუნი რო ჩაყარო ის დაგახრჩობხ კაცს:D
2013, 7 აგვისტო, 3:57
არა ბრატ რა ნარკოტიკს სჰეიცავს ტო ცვეულებრივი სურნელია კე;ელესავიტა ნაგდი ხილიტა გამოყვანილი :D:D
2013, 7 აგვისტო, 3:56
ცჰილიმსჰი [პლანი რო მოწიო გაიგუდები :D;D
2013, 7 აგვისტო, 3:55
საგოლ ამის დამწერს ვენაცვალე:*:*
2013, 9 თებერვალი, 22:13
chemi kumiri xar. kargi, dalagabuli da saintereso iyo. :*:*:*:*
2012, 6 სექტემბერი, 1:14
რათქმაუნდაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10