x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ორი შემზარავი ტრაგედია კახეთში - ახალგაზრდა დედებმა თავი მოიკლეს
image


30 ნოემბერს ლაგოდეხის რაინის სოფელ აფენში 34 წლის ქალი ქმრის ოჯახში ჩამომხრჩვალი იპოვეს; მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1 დეკემბრს კი ასევე 34 წლის ქალმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სიცოცხლე მეუღლის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


აფენის მცხოვრები მარიამ ბუიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა შეიძლება ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მართალია, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.

.


"34 წლის გოგოა, ტყუპის ცალი იყო. ყველას ძალიან უჭირს ახსნა, რატომ მოიკლა თავი. მართალია სოციალურად დაუცველები იყვნენ და გარკვეულ დახმარებასაც იღებდნენ როგორც ვიცი, მაგრამ ამის გამო მაშინ თავი მთელმა სოფელმა უნდა მოიკლას. საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. სახლში იპოვეს, ეზოში ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო და გულდასაწყვეტია, რომ ბავშვბეი ასე ობლად დარჩნენ", - აცხადებს ადგილობრივი.

.

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიც მსგავსი ტრაგედია მოხდა. აქაც ადგილობრივებს უჭირთ ახსნა, რა შეიძლება გამხდარიყო 3 შვილის დედის თვითმკვლელობის მიზეზი. მათი თქმით, ქალმა თავი იმ დროს მოიკლა, როდესაც მისი ქმარი სახლში არ იყო და სატვირთო ავტომობილით რეისში იმყოფებოდა. გარდაცვლილის მეზობლები მისი ქმრის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არც ცოლ-ქმარს შორის რაიმე კონფლიქტი არ გაუგიათ. ოჯახიც სოციალურად დაუცველი არ იყო და ქმარი მუდმივად შრომობდა.

.

"თავი იმ დროს ჩამოუხრჩვია, როცა ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. უკვვე მკვდარი ოჯახის წევრებმა იპოვეს. რომ ვთქვათ სოციალურადაც მძიმე გაჭირვებაში ცხოვრობდნენო, რთული სათქმელია, ეს ბიჭი მუდმივად შრომობდა, რაც შეეძლო აკეთებდა. კაცმა არ იცის ოჯახში რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ახალგაზრდა გოგონა ამ დონემდე მივიდა. მეზობლებსაც კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია", - აცხადებს ადგილობრივი.

.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყავანის მუხლით დაიწყო.

1
1354
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1354
  
2019, 10 დეკემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1